გახარია: ივანიშვილს მთავრობის წარმომადგენელი ჰყავს გაგზავნილი აშშ-ში პერსონალურ შიკრიკად

ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს -ში საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი “პერსონალურ შიკრიკად” ჰყავს გაგზავნილი.
“ჩვენი ხელისუფლება აქ რომ პოზებში დგას, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და სხვისი აზრი არ გვაინტერესებსო, სინამდვილეში, ისეთი შეშინებულები არიან, შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ როგორმე გაიგონ მაინც, იქ რა ხდება. […] ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად, გაგზავნილი ჰყავს იქ და სჯობდა, რომ არ გაეგზავნა.
ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ არ ესმით დღევანდელ ხელისუფლებას, როგორ ფუნქციონირებს ინსტიტუციური დემოკრატია. მათ მართლა ჰგონიათ, რომ ტრამპი, დემოკრატები იქნებიან თუ რესპუბლიკელები, ეს გრძელვადიან და საშუალოვადიან ამერიკულ სტრატეგიაზე საქართველოსთან მიმართებაში, რაიმეს რადიკალურად შეცვლის – ეს ერთი. ეს ჰგონიათ და კიდევ ჰგონიათ, რომ პოლიტიკად გაწეული ე.წ. საპატიო თავმჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ, ნუ, ძალოვან ფიგურას რომ აგზავნის შიკრიკად, თავის ფოსტალიონად უცხო ქვეყანაში, ეს ჰგონია ან სწორად, ან თავისი უძლეველობის წარმომსახველად, საოცარია”, – ამბობს გიორგი გახარია.