სამოქალაქო აქტივისტი, ელენე ქაიხოსროშვილი:
მართლა წარმოუდგენლად თავხედია ლელოს და გახარიას ყველა მხარდამჭერი, ვინც ეხლა ახლების პოსტს აჰაჰავებს, რას ქვია, განცხადებით მიმართავთ ცესკოს, რომ ნომერი შეგინარჩუნდეთო.
ამ ვიწროპოლიტიკური აჯენდით მოქმედმა თავხედებმა თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ პარტიის ნომერი არის პარტიის იდენტობის არსებითი შემადგენელი ნაწილი და თავადაც უამრავი ფინანსური და ა.შ. რესურსი დაუხარჯავთ იმაში, რომ მათი პარტიის ნომერი ამომრჩევლის ცნობიერებაში “გაჯდეს” და მათთან ასოცირდებოდეს. პარტიამ რომ ნომერი შეიცვალოს, ეს ნიშნავს ახალ კამპანიას და ნიშნავს იმას, რომ მათი ამომრჩევლის ნაწილს მაინც მომავალ არჩევნებზე აერევა ნომერი, შემოხაზავს ძველ ნომერს ან სულ სხვას, რადგან ახალი ნომერი შეიძლება, ვერ “გაჯდეს” ძველივით. თქვენით დაფიქრდით, ხალხო. ბავშვობიდან მახსოვს, რომელი პარტია რომელი ნომერი იყო, იმდენად მძლავრია ხოლმე ნომროთ კამპანია. უსინდოსობაა ამ განცხადებისთვის კუდების მობმა განსაკუთრებით, იმ პარტიების მხრიდან, ვინც ყველას გადაგვახტით და თვითმმართველობის არჩევნებში იღებთ მონაწილეობას!!!
რამდენს ბედავთ საერთოდ???
