გახარია: ამ შურისძიების ავტორი და დამკვეთი ივანიშვილია

ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ს სასტუმრო „შერატონში“ მასზე განხორციერებული თავდასხმიდან 9 დღის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა და თავდასხმის დამკვეთად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ოლიგარქი დაასახელა.
მე საქმე მაქვს დამკვეთთან, როგორც ძალადობის მთავარ წყაროსთან, რომელიც ძალადობს ახალგაზრდებსა და ჩვენს ქვეყანაზე. საქმე მაქვს მასთან, როგორც ბოროტების მთავარ წყაროსთან საქართველოში გიორგი გახარია
გახარიამ თავდასხმას, რომელშიც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის ავტონომიის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და კიდე ათზე მეტი პირი მონაწილეობდა, „პოლიტიკური შურისძიება“ უწოდა.
„ამ შურისძიების ავტორი და დამკვეთი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი“ – აღნიშნა სპეციალურ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ. ყოფილი პრემიერის თქმით, ივანიშვილი მას და მის ოჯახს სხვადასხვა ფორმით, დიდი ხანია ემუქრება.
„საერთოდ არ მაინტერესებს ამ ძალადობრივი თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს დამკვეთთან, როგორც ძალადობის მთავარ წყაროსთან, რომელიც ძალადობს ახალგაზრდებსა და ჩვენს ქვეყანაზე. საქმე მაქვს მასთან, როგორც ბოროტების მთავარ წყაროსთან საქართველოში. დღეს ივანიშვილისთვის, რომელსაც ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი, მთავარი ფასეულობა არის ფული და ძალაუფლება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მან დაკარგოს ფულიც და ძალაუფლებაც“, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარია არ უარყოფს, რომ პროვოკაციის შემდეგ, დიმიტრი სამხარაძეს ყავა შეასხა, ამის შემდეგ თავდასხმელებმა იგი სასტიკად სცემეს, რა დროსაც გონება დაკარგა. გახარიას თქმით, მის ცემას მობილურით იღებდა უცნობი ქალი, მოგვიანებით კი ეს კადრები, დამონტაჟებული სახით, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გავრცელდა.
სანამ გახარიას სცემდნენ სამხარაძე, მანველიძე და მათი თანხმლები დაუდგენელი პირები, რომლებიც ნასვამები იყვნენ, ბათუმის „შერატონის“ ფოიეში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს დაესხნენ თავს. სამხარაძემ ჟურნალისტს ჯერ აგინა, შემდეგ მისი გარემოცვიდან ერთ-ერთმა უცნობი საგანი ესროლა, ქორიძეს სათვალე გაუტყდა და თვალი დაუზიანდა.
ქორიძეც და გახარიაც ამბობენ, რომ ბათუმის პოლიცია შემთხვევის ადგილზე დიდი დაგვიანებით მივიდა, როცა თითქმის ყველა მტკიცებულება განადგურებული, ხოლო თავდასხმელები წასულები იყვნენ. ორივე დაზარალებულს გაუჩნდა განცდა, რომ „შერატონის“ ადმინისტრაცია და კოორდინირებულად მოქმედებდნენ.
ქორიძისა და გახარიას არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სასტუმრო „შერატონის“ ადმინისტრაციამ ვიდეო კამერების ჩანაწერები დაზარალებულებს არ გადასცა.
ეს კადრები, ‘შერატონიდან“ ჯერ შსს-მ, შემდეგ კი პროკურატურამ „სრულად, სერვერებიანად“ ამოიღო. ჯერჯერობით, ოფიციალურად, დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ ზვიად ქორიძეს აქვს მინიჭებული. არც გახარიას და არც ქორიძეს არ აქვთ მოლოდინი, რომ თავდასხმელების გამოვლენა და დაკავება მოხდება.
მართლმსაჯულების და სამართდამცალი სისტემა არის სრულად დეგრადირებული, მას არ შეუძლია პოლიტიკურ ნებას გაუმკლავდეს. ისინი ასრულებენ პირდაპირ მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი დანაშაულის ფაქტები ქვეყანაში არ უნდა გამოიძიონ“ ედუარდ მარიკაშვილი
უფლებადამცველების თქმით, მაღალი ალბათობით, ეს საქმეებიც გაუხსნელი დარჩება, გამომდინარე იქედან, რომ ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, შსს-ს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არცერთი მსგავსი, პოლიტიკური ნიშნით, თავდასხმის ფაქტი (ზუკა ბერძენიშვილზე, დიმიტრი ჩიქოვანზე, გია ჯაფარიძეზე, ბორის ყურუაზე, ლევან ხაბეიშვილზე, დავით ოსიყმაშვილზე, გიორგი ბახსაჯაურზე, ლაშა ღვინიანიძეზე, თედ ჯონასზე, დავით ქაცარავაზე, ალეკო ელისაშვილზე, ვატო გვაზავაზე, გიორგი მახარაძეზე, გურამ როგავაზე, გიორგი შეწირულზე, მაკა ჩიხლაძეზე, მინდია გაბაძეზე, ალექსანდრე ქეშელაშვილზე, ზვიად რატიანზე, ლევან ბუდაღაშვილზე, ზვიად მაისაშვილზე და კიდევ ასობით თავდასხმის ფაქტი) ამ დრომდე არ გაუხსნია.
მათ შორის, გაუხსნელია ის საქმეებიც, სადაც თავდასხმელთა სახეები ნათლად ჩანს (ნიკო მანაგაძეზე და ირაკლი წიგნაძეზე თავდასხმა).
„ეს არის სახელმწიფოს მიერ კოორდინირებული და პოლიტიკური ნების შესაბამისი ქცევა, რომელიც საბოლოო ჯამში გვაჩვენებს იმას, რომ მართლმსაჯულების და სამართდამცალი სისტემა არის სრულად დეგრადირებული, მას არ შეუძლია პოლიტიკურ ნებას გაუმკლავდეს. ისინი ასრულებენ პირდაპირ მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი დანაშაულის ფაქტები ქვეყანაში არ უნდა გამოიძიონ“ – ამბობს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი ედუარდ მარიკაშვილი.
ზვიად ქორიძესა და გიორგი გახარიაზე თავდასხმის დღიდან, „ქართული ოცნება“ თავდასხმაში მონაწილე პირებს: დიმიტრი სამხარაძეს, გიორგი მანველიძეს და სხვებს მხარდაჭერას უცხადებს და იცავს.
„როდესაც შენ გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ხარ ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე” ირაკლი
„როდესაც შენ გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ხარ ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა“ – ასე გამოეხმაურა ყოფილი თანაპარტიელის ცემას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი .
მისი თქმით, „იყო სიტყვიერი შელაპარაკება თავიდან, რასაც მოჰყვა ძალადობრივი (ქმედება) გახარიას მხრიდან, ჭიქა ესროლა და ყავა შეასხა „ქართული ოცნების“, პოლიტიკური საბჭოს წევრს, სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს, ხომ, ანუ აგრესიის აქტის განხორციელება, ფიზიკური აგრესიის წამოწყება მოხდა სწორედ გახარიას მხრიდან. ამას მოჰყვა შემდეგ გაგრძელება“ – მიაჩნია კობახიძეს.
ოპოზიციაში წასვლამდე, გიორგი გახარია წლების მანძილზე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი თვალსაჩინო სახე და ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრი იყო.
„ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გახარიამ იმუშავა ბიზნეს ომბუდსმენად, ეკონომიკური საბჭოს მდივნად, ეკონომიკის მინისტრად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად, შსს მინისტრად და პრემიერ მინისტრად. გახარია 2021 წლის თებერვალში გადადგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან დავითაშვილი – აბუ-დაბიში პრემიერის ვიზიტისას დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა მსოფლიოში წამყვან დეველოპერულ ჯგუფთან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება