გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი

გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი
რეალურად გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის 12 დეპუტატს არ ეკუთვნის მანდატები საქართველოს პარლამენტში.
„რეალურად გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ 12 დეპუტატს არავითარ შემთხვევაში არ ეკუთვნის მანდატები საქართველოს პარლამენტში. დანარჩენი პარლამენტის გადასაწყვეტია, შემდეგ საშემოდგომო სესიაზე დადგება დღის წესრიგში ეს საკითხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით