საგამოძიებო მოქმედებები 6 წლის შემდეგ-გახარიას გუნდში პროკურატურის ქმედებას ზეწოლის კიდევ ერთ მექანიზმად აფასებენ და ამბობენ, რომ ამ ყველაფერს “ქართული ოცნება“ ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს.
სოფო ხორგუანის თქმით, “ეს არის დაშინების მცდელობა და “ოცნება“ ამ პროცესში შედეგს ვერ მიაღწევს.“
მისი თქმით, “გახარიამ ძალიან კარგად იცის რა ბრძოლაში შევიდა, მზად არის ყველაფრისთვის“.
ყველა განმარტება 20 ივნისთან დაკავშირებით, გამოძიებასთან თანამშრომლობა, თუ მისთვის დეტალების მიწოდება, გიორგი გახარიას უკვე გაკეთებული აქვს ჯერ კიდევ მაშინ, როცა მოქმედი შს მინისტრი იყო, ამიტომ დამატებითი, ახალი, დღეს, გუშინ აღმოჩნდა რაღაცა, არაფერი არ არსებობს. ეს არის ანტურაჟი, მცდელობა, დაგვაშინონ და მცდელობა, რომ ყურადღება გადაიტანონ ჩვენზე. გიორგი გახარიამ ძალიან კარგად იცის რა ბრძოლაში შევიდა, მზად არის ყველაფრისთვის, მთავარი, მაინც არის, რომ ჩვენ, გუნდში ყველამ, ვიცით, რომ გვაქვს თავი გადადებული ჩვენი სამშობლოსთვის, -განაცხადა სოფო ხორგუანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, პროცედურულ ნაწილში კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.