„გახარიამ გაამწარა და გადაიმტერა უამრავი ადამიანი თავისივე პარტიაში, ყველგან ვალები აქვს, გადამგდებია ჩვეულებრივი“ – ირაკლი კობახიძე

გახარიამ გაამწარა და გადაიმტერა უამრავი ადამიანი თავისივე პარტიაში. ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც არ გაუხმაურებია პარტიიდან წამოსვლა, მაგრამ წამოვიდა, შეგვხვდა და ასეთი რაღაც მოგვიყვა, რომ ფაქტობრივად მათი ოფისი არ არსებობს ქვეყნის მასშტაბით, სადაც გახარიამ ფულადი ვალი არ დატოვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი მ განუცხადა.
„ყველგან აქვს ვალები. გადამგდებია ჩვეულებრივი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ გახარიას პარტიას ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრები. საბოლოო ჯამში ეს მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი რესურსი ამ სუბიექტს არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკაში. როდესაც ხარ გადამგდები, როდესაც შეგიძლია, რომ საკუთარი პარტიის წევრიც კი ვალებში გადააგდო, პოლიტიკურ წარმატებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ამ კაცმა ავტომობილები და ბინები გააყიდვინა საკუთარი პარტიის წევრებს ს წინ და მერე გადააგდო. ჰპირდებოდა არჩევნების შემდეგ ფულის სამმაგად დაბრუნებას, გადააგდო ეს ადამიანები და როგორ გააჩერებს პარტიაში?!“, – აღნიშნა

ასევე დაგაინტერესებთ

ჰელსინკის კომისია – საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო შენაერთების შენარჩუნებასა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის კეთილგანწყობის მოპოვების უზრუნველყოფას შორის, მოსკოვმა საქართველოში წვრილი ხაზის გავლება მოახერხა

ნათია მეზვრიშვილი – „ოცნების“ დეპუტატები და ზონდერები ზეწოლას ახდენენ საჯარო მოხელეებზე, რომ ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ – ვანის პოლიციის უფროსის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე პროკურატურას მივმართეთ

ჰელსინკის კომისია – საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ახლახან უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო, რაც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ განწყობებს ეწინააღმდეგება

თეონა აქუბარდია – პრეზიდენტის პრეროგატივაა, რას იზამს ის არჩევნებამდე – დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი იქნება – საქართველოს ევროკავშირში ელოდებიან