მოქალაქეების თქმით, პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასები პირველი იანვრის შემდეგაც გაიზარდა.
“პირველებს” ბათუმსა და ოზურგეთში უდასტურებენ, რომ კვერცხის ფასმა 20 თეთრით მოიმატა. პური 10 თეთრით გაძვირდა.
ადგილობრივების თქმით, ბაზარში მისულებს ხორცის ფასი მინიმუმ 3 ლარით მომატებული დახვდათ. მოსახლეობა ჩივის წამლების გაძვირების გამოც.
ახალ წლამდე “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა არაერთი დაპირება გასცა, რომ პროდუქტების გაზრდის მიზეზს დაადგენდა. ამ ფაქტს იკვლევს სუს-იც, მთავრობაც და პარლამენტიც თუმცა მოსახლეობის თქმით, ფაქტი ერთია – ახალი წლის შემდეგ ცხოვრება უფრო გაძვირდა.




