“გაცნობებთ, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი” – არსებობს, თუ არა, “წვიმის ინსტრუქცია”?

“გაცნობებთ, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი” – არსებობს, თუ არა, “წვიმის ინსტრუქცია”?
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის.
“გაცნობებთ, რომ 27-28 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი”, – წერს 112.
უწყება არ აკონკრეტებს, რომელ რაიონებშია მოსალოდნელი ძლიერი ნალექი, ან რა სახით, მოსალოდნელია, თუ არა ქარი ნალექთან ერთად.
ბოლო პერიოდში, ლამის ყოველი გაწვიმების წინ, უწყება მსგავსი შინაარსის მესიჯებს აგზავნის, თუმცა, წინა მესიჯებში, შსს სიფრთხილისკენ მოგვიწოდებდა, დღევანდელ, 26 ნოემბრის გზავნილში, სიფრთხილისკენ აღარ მოგვიწოდებს, მიზეზი დაკონკრეტებული არ არის. შესაძლოა, უწყება იმიტომ აღარ მოგვიწოდებს მოსახლეობას სიფრთხილისკენ, რომ წინა მესიჯების მიღების შემდეგ, ბევრმა ადამიანმა დასვა კითხვა, მაინც როგორ უნდა გაფრთხილდეს, უნდა წავიდეს სადმე, თუ, პირიქით, უნდა დარჩეს საცხოვრებელ სახლში? არსებობს რამე ინსტრუქცია, წვიმის ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ მოქალაქეებმა? და თუ არსებობს, სად არის “წვიმის ინსტრუქცია” განთავსებული, რომელი უწყების გვერდზე? ასევე უწყების მისამართით დაისვა კითხვები, კონკრეტულად, რომელი რაიონის მაცხოვრებლებმა იფრთხილონ, უნდა დაიწყოს თუ არა, რომელიმე კონკრეტული ადგილების ევაკუაცია და ა.შ.
ცნობისთვის, სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებელი პრევენციული სამუშაოები აუცილებელია, ისევე, როგორც მოსახლეობის გაფრთხილება, კონკრეტულად იმ ადგილებში მაცხოვრებელთა, ვისაც საფრთხე ემუქრება. როგორც ჩანს, მთავრობას არ აქვს შესაძლებლობა ძლიერი ნალექით გამოწვეული საფრთხეების წინასწარ განსაზღვრის, შესაბამისად, სავარაუდოდ, გადაწყვიტა, ზოგადი გაფრთხილება დაუგზავნოს ყველას, მოსალოდნელი წვიმის შესახებ. სამწუხაროდ, ასეთი ზოგადი სახის ინფორმაცია, ვერც პრევენციას შეუწყობს ხელს და შიშის გარდა, სხვა შედეგს ვერ მოგვცემს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო