მათე დევიძის მხარდამჭერი მარშის დროს დაკავებული აქტივისტები საპოლიციო ძალებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
უფლებადამცველი, ლაშა ტყეშელაძის თქმით, მან ზაჰესის იზოლატორში რამდენიმე დაკავებული მოინახულა, ისინი ძალადობაზე მიუთითებდნენ. სერიოზული ბრალდებებია გოგა მემანიშვილის მიმართ. გუშინდელი აქციის არაერთი მონაწილე ამბობს, რომ გოგა მემანიშვილი პირადად იყო ჩართული დაკავებებში. გარდა ამისა, წინა დღეებშიც, მემანიშვილი ჩართული იყო პირადად აქციის მონაწილეების გადაადგილების შეზღუდვაში, მათ შორის, მაგალითად, უკრძალავდა ზებრა გადასასვლელზე გადასვლას.
ადვოკატის თქმით, პატიმრები ზუსტად ვერ ამბობენ, წაქცეულს ვისი ხელი მოხვდა კონკრეტულად, თუმცა, ამბობენ, რომ მემანიშვილი მათ შორის იყო. თავად გასცა ცემის ბრძანება და უყურებდა ცემას, თუ თავად ცემდა? – ორივე დანაშაულია, სხვადასხვა სიმძიმის, ცხადია, თუმცა, ობიექტური გამოძიების პირობებში, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ორივე დასჯადია.
მოვინახულე რამდენიმე პატიმარი ზაჰესის იზოლატორში. მათ მე განმიმარტეს, რომ მოხდა ფიზიკური ძალადობა. მაგალითად ერთ-ერთმა დაკავებულმა მითხრა, რომ როდესაც [გოგა] მემანიშვილმა ხელი მოქაჩა რომ აკავებდა, ამ დროს წააქცია, რამდენიმე პოლიციელი მივიდა და თავის მიმართულებით დაარტყა. ასევე, გიორგი ჟამერაშვილმა მითხა, რომ მასზეც ფიზიკურად იძალადეს, მუშტი დაარტყეს სახის მიმართულებით. დაიწყეს ახალი ძალადობის სერია. იქ იყო მემანიშვილი, იქ იყვნენ სხვა ძალოვნები, რომლებიც არიან უფროსები, ან მათ იძალადეს, ან სხვა ადამიანებმა, რომლებიც იქ იყვნენ. [დაკავებულები] ვერ ასახელებენ ზუსტად ვინ იძალადა, რადგან ერთი მხრივ წაქცეულზე ურტყეს, მეორე მხრივ “კრუგში” ვიყავი და მაშინ მომხვდაო, ერთ ერთმა დაზარალებულმა აღნიშნა. პირველ რიგში, მე მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები არიან დაზარალებულები და არა სამართალდამრღვევები. როდესაც ერთ-ერთი დაკავებული აიყვანეს მანქანაში, ადგილიც კი არ იყო მანქანაში და ეს ადამიანები სკამზე კი არ დასვეს, ანუ სადღაც ჰყავდათ ჩამუხლული და ჩამუხლულ მდგომარეობაში ძლივს მიიყვანეს სამართალდამცავ ორგანოებამდე,” – ამბობს ლაშა ტყეშელაძე, ტვ პირველთან, ადვოკატის განმარტებით, დაკავებული კაცები დროებითი მოთავსების იზოლატორში გააშიშვლეს და ბუქნები გააკეთებინეს. გუშინაც, რამდენიმე დაკავებულ კაცს სთხოვეს, რომ გაშიშვლებულიყვნენ და გაეკეთებინათ ბუქნები,” – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.




