გაყინული აქტივებიდან მოგების კიევისთვის გადაცემის შემთხვევაში კრემლი ევროკავშირს საპასუხო ნაბიჯით ემუქრება

კრემლმა 21 დეკემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირს ანალოგიური ნაბიჯით უპასუხებს იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ბლოკი განახორციელებს გეგმას, რომლის თანახმადაც ს გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგება ს უნდა გადაეცეს.
ევროკავშირი გეგმავს რუსეთის ცენტრალური ბანკის, დაახლოებით, 300 მილიარდი დოლარის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინას გადასცეს დასახმარებლად. ეს დაახლოებით 16 მილიარდი დოლარია.
რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა ტელეკომპანია „როსია-24“-ის ეთერში თქვა, რომ რუსეთი საპასუხო ნაბიჯს გადადგამს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი გეგმას განახორციელებს. „ჩვენ ასევე გვაქვს [დასავლეთის] საკმარისი აქტივები, რომლებიც გაყინულია აქ“, თქვა მინისტრმა.