„გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი მაღალი ფასის სეგმენტიდან იყო“ – რამდენი ბინა გაიყიდა გასულ წელს გუდაურში

2023 წელს გუდაურში 378 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 27.0%-იანი კლებაა (2022 წლის რეკორდულად მაღალი ბაზის გამო).
Galt&Tagart-ის მიმოხილვის მიხედვით, გუდაურში ამჟამად 6 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს.
„2023 წელს, გუდაურისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 87.4% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი მაღალი ფასის სეგმენტიდან იყო ($1,200-1,500/მ2).
2023 წლის ბოლოს გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 3.5%-ით შემცირდა. გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 18.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 26.0%-იანი კლებაა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

ასევე დაგაინტერესებთ