გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო – თქვენ შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციაო და ,,დე ფაქტო” თვითონ ჰქონდათ შეჩერებული ზუსტად 5 თვით ადრე

გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო – თქვენ შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციაო და ,,დე ფაქტო” თვითონ ჰქონდათ შეჩერებული ზუსტად 5 თვით ადრე
გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო… თქვენ შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციაო და ,,დე ფაქტო” თვითონ ჰქონდათ შეჩერებული ზუსტად 5 თვით ადრე, – ასე ეხმიანება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სკანდალურ წერილს, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღეს.
ჩაკვეტაძის თქმით, 2024 წელს ზუსტად იგივე ნარატივით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ს შედეგები არ აღიარებინეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა და ამავე დროს ნოემბერ-დეკემბერში რევოლუციური ქმედებებიც დაუფინანსეს.
„გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო…
თქვენ შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციაო და ,,დე ფაქტო” თვითონ ჰქონდათ შეჩერებული ზუსტად 5 თვით ადრე. ამას ს 2 დღის წინანდელი წერილიც ადასტურებს.
ეს იმ სერიიდანაა, გამჭვირვალობა არაევროპული და ადმინისტრაციული შენობების შტურმი – ევროპული ღირებულებააო.
2024 წელს ამ ნარატივით, რადიკალებს ს შედეგები არ აღიარებინეს და ნოემბერ-დეკემბერში რევოლუციური ქმედებებიც დაუფინანსეს.
იგივე ხელწერა იყო წელს, 4 ოქტომბერს, თუმცა ქართული სახელმწიფო ამ გამოწვევასაც გაუმკლავდა.
ბოდიშის მომხდელი ესენი არ არიან, მაგრამ ჩვენ იმავეს გავიმეორებთ:
მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ“- წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს