„გაფრთხილება ქართული ბანკებისადმი“ –

ეკონომისტი :
„გაფრთხილება ქართული ბანკებისადმი:
-ვიზა და მასტერქარდი არის ამერიკული კომპანია. ნებისმიერი ოპერაცია, განხორციელებული ამ ბარათებით სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან, მაგალითად, “ლუკოილთან”( მაგ. საბანკო ტერმინალებით) არის სანქციის დარღვევა და სერიოზული რისკის ქვეშ დადგებიან ბანკის აქციონერები და კლიენტები.
-დოლარში გაკეთებული გადარიცხვები ამ კომპანიების ანგარიშებიდან არის სანქცირებული, მაგალითად, საწვავის შესაძენად, სვიფტით თუ სხვა გზით.
-ნებისმიერი გადარიცხვა სანქცირებული კომპანიიდან( ევროში, დოლარში), რომელიც გაივლის ამერიკულ ბანკებს( ე. წ. საკორესპონდენტო ანგარიშებიდან) არის სანქციის დარღვევა.
რატომ არ აჩერებენ ქართული ბანკები ანგარისწორებას გაურკვეველია. სანქციების აღსრულებისათვის განსაზღვრული დრო მიეცა ამერიკის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ზოგიერთ ოპერაციაზე. ერთი თვე მიეცა ინდოეთს ანგარიშსწორების შესაწყვეტად, როგორც რუსული ნავთობის უდიდეს იმპორტიორს. თუ რა ხდება საქართველოსთან დაკავშირებით, ეს პირველ რიგში უნდა აუხსნას საზოგადოებას და ბანკის კლიენტებს ეროვნულმა ბანკმა, ასევე კომერციულმა ბანკებმა და თავად “ლუკოილმა” და “როსნეფტმა”. ხალხი არის გაურკვევლობაში და მათი საქციელი უპასუხისმგებლოა.“

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)