გაფრთხილება – ვინ და როგორ ემუქრება აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას? – საიდუმლო დოკუმენტები – მედია

bbc–ის ცნობით, რესპუბლიკელების საიდუმლო დოკუმენტის მიხედვით, -ს “ეროვნული უსაფრთხოების სერიოზული საფრთხის” წინაშეა – ავითარებს ბირთვულ იარაღს, რომელსაც შეუძლია თანამგზავრების ჩამოგდება და ამით კომუნიკაციების გათიშვა.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ საფრთხე არ არის გარდაუვალი და კონგრესის ლიდერები ამ კვირაში გაეცნობიან.
რუსეთი ამ ცნობებზე კომენტარს არ აკეთებს.
წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკ ტერნერი აცხადებს, რომ „კონგრესის ყველა წევრისთვის ხელმისაწვდომი გახადა ინფორმაცია ეროვნული უსაფრთხოების სერიოზულ საფრთხესთან დაკავშირებით“.
„მე მოვითხოვ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა გრიფით საიდუმლო მოხსნას ყველა ინფორმაციას, რომელიც ეხება ამ საფრთხეს, რათა კონგრესმა, ადმინისტრაციამ და ჩვენმა მოკავშირეებმა ღიად განიხილონ ამ საფრთხის საპასუხოდ საჭირო ქმედებები“, – ნათქვამია განცხადებაში.
სენატის დაზვერვის თავმჯდომარემ მარკ უორნერმა და ვიცე-თავმჯდომარემ მარკო რუბიომ განაცხადეს, რომ მათი კომიტეტი “თავიდანვე მკაცრად აკონტროლებდა ამ საკითხს” და “განიხილავენ შესაბამის პასუხს ადმინისტრაციასთან”.
თეთრ სახლში საფრთხის შესახებ კითხვაზე, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია “იცავს შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხის ეროვნულ უსაფრთხოებას”.
„ამერიკელებს ესმით, რომ მსოფლიოში არსებობს მთელი რიგი საფრთხეები და გამოწვევები, რომლებთანაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით და ეს საფრთხეები და გამოწვევები მერყეობს ტერორიზმიდან სახელმწიფო აქტორებამდე და ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ მათ”, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს