გაფართოება აძლიერებს ჩვენს კონტინენტს, ეს არის ინვესტიცია მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, მას სარგებელი მოაქვს ხალხისთვის – რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება არის ინვესტიცია მშვიდობაში და ინვესტიცია უსაფრთხოებაში.
“შემდეგი ნაბიჯი ახლა არის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა. ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული პოლიტიკური მიზანშეწონილობის ან რაიმე სწრაფი ქმედების გამო, მაგრამ ეს ნამდვილად იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ჩვენი კრიტერიუმების პატივისცემაზე.
მე აღვნიშნე და, ბევრმა ჩვენგანმა მაგიდის ირგვლივ, რომლებმაც გაიარა გაწევრიანების პროცესი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ნაბიჯები და სიგნალი, რომელსაც ისინი აძლევენ ადგილზე მცხოვრებ ადამიანებს. ეს ეხება საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას, როგორც კი შესრულდება პირობები. გადაწყვეტილებების განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ გლობალური გეოპოლიტიკური ვითარება და უმოქმედობის შემთხვევაში ჩვენ საფასურის გადახდა მოგვიწევს ანუ თუ ვაკუუმს დავტოვებთ, მას სხვა აქტორები შეავსებენ ჩვენგან ძალიან განსხვავებული დღის წესრიგით. ევროპარლამენტის პოზიცია ძალიან ნათელია. გაფართოება აძლიერებს ჩვენს კონტინენტს. ეს არის ინვესტიცია მშვიდობაში და ეს არის ინვესტიცია უსაფრთხოებაში. მას სარგებელი მოაქვს ხალხისთვის,” – აცხადებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში