Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერი, ჟურნალისტი ნანა საჯაია წერს, რომ პუტინისა და ტრამპის შეხვედრა დროზე ადრე დასრულდა და მოულოდნელად ჩაინიშნა ბრიფინგი, რომელიც შეხვედრის მერე დაგეგმილი ლანჩის შემდეგ იყო დაანონსებული. ნანა საჯაიას ცნობით, ლანჩი არც შემდგარა.
პუტინმა ახსენა შეთანხმებას მივაღწიეთო, არ დააკონკრეტა რას;
ტრამპმა პირველივე კომენტარში თქვა ჯერ არაფერია მიღწეულიო;
ლიდერებმა კითხვებს არ უპასუხეს. რუსეთის დელეგაციამ შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი ინტერვიუები გააუქმა, – წერს ის.
კომენტარებში, ის წერს, რომ პუტინი მზა ტექსტს კითხულობდა:
“ძაან უჩვეულო პრესერი იყო. როგორც წესი, მასპინძელი იწყებს.
მაგრამ დღეს პუტინმა დაიწყო.”
