“გაუმარჯოს ძველ, სახალხო ფეხბურთს!” – გამოხმაურებები ევროპის სუპერლიგაზე…

ევროპის სუპერლიგის საკითხი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ერთხელ გააქტიურდა. მისი შექმნის იდეას გულშემატკივრებში თავიდანვე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი ნაწილი კლუბების ახალი გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას არ მალავდა.
ფეხბურთის გულშემატკივარ გიორგი ბერიძის საინტერესო პოსტს გთავაზობთ:
“არ ვიცი ფეხბურთისთვის ძირის გამოთხრის ეს კამპანია როდის დამთავრდება, მაგრამ ამდენი წელია, მადრიდის ”რეალის” გულშემატკივარი ვარ და დღეს პირველად შემრცხვა, ამ გუნდის მატჩების ყურებაზე ცხოვრების არაერთი საათი და წუთი დავხარჯე.
დიდმა კლუბებმა ფეხბურთს ფული ანაცვალეს და სპორტის ამ სახეობის ბოლომდე დანგრევას მოაწერეს ხელი, თუ ”რეალი” ჩემპიონთა ლიგასა და
ესპანეთის ჩემპიონატზე არ ითამაშებს, გუშინდელი მატჩი იქნება ბოლო, რომელიც მე მისი მონაწილეობით ვნახე.
სხვა გამყიდველი გრანდების გულშემატკივარსაც იგივეს მოვუწოდებ.
FORZA NAPOLI !!!
უფრო ხმამაღლა და გაუმარჯოს ძველ, ნამდვილ, სახალხო და უწმინდეს ფეხბურთს!”
შენ გენაცვალე! მეც სწორედ მადრიდის რეალის თავდაუზოგავი ქომაგი ვარ (ჯერ კიდევ) და რა ზუსტად სთქვი ჩემი სათქმელი! გუშინ ღამით “ხეტაფესთან” თამაში ჩემთვისაც შესაძლოა ბოლო იყოს საგულშემატკივროდ, თუკი ყველაფერი აირევა. პერესის გინებაში გავატარე დღევანდელი დღე და არ გამოვრიცხავ, “ელ გალაქტიკო”-ს “ჩელსისთან” გავარდნას და ლა-ლიგაში ჩავარდნას ვუქომაგო ამიერიდან. თუმცა მაინც იმედი მაქვს რომ სიტუაცია მოგვარდება, რადგან სადაც საქართველოში მიაღწიეს კომპრომისს პოლიტიკურმა პარტიებმა, ეგებ უეფამ და ბობოლა კლუბებმაც შეძლონ შეთანხმება
ნამდვილად მეწყინება თუ ეს ასე მოხდა.რაც შეეხება ფულის გამომუშავებას-მართლა ბევრი მიაქვს უეფას და ეს მაგათან უნდა მოილაპარაკონ ამ გრანდებმა მრგვალ მაგიდასთან.(ისე სეზონის განმავლობაში ეს გრანდებიც კარგ ფულს ღუნავენ,ნუ გეშინიათ.სამ-ოთხ Ისეთ თამაშს ჩატეხავენ რომ,იცოცხლე…)