სინდისის პატიმარი, ანრი კვარაცხელია ციხიდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც მის საქმეზე, პროკურატურის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე საუბრობს.
მინდა მივმართო საზოგადოებას დაკიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულითადი მადლიერების გრძნობა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც სოლიდარობა გამომიცხადა და განიცადა ის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ვაი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამომიტანა. გაუგონარი ბოროტება და პარადოქსია ის ფურცელი, რომელიც გუშინ მივიღე საკანში, რომელიც მაუწყებს, რომ სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, სადაც რეჟიმის პროკურატურა თურმე უკმაყოფილოა ისედაც ამ უკანონო და მტკიცებულება მოკლებული განაჩენით და ითხოვენ უფრო მკაცრი სასჯელით შეიცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. 4 წელი და 6 თვე კი არა 46 წელიც რომ მომისაჯონ ამას ნული გავლენა ექნება ჩემზე, მხოლოდ ღიმილის მომგვრელია. ვერანაირი ზეწოლა ვერ შეედრება და გაუტოლდება იმ სულისკვეთებას, რასაც ჩემი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა ჰქვია და რისთვისაც ცოტახნით ვისჯები, რუსული პატარა კაცების ხელით. დიხ, ცეცხლი ოლიგარქიას. გავიმარჯვებთ სახელოვნად,”
ცნობისთვის, მოსამართლემ ანრი კვარაცხელია ციხეში 4.5 წლით გაუშვა.
ანრი კვარაცხელიას გამოძიება ე.წ მოლოტოვის კოქტეილის პოლიციელისთვის სროლას ედავება, თუმცა ამ საქმეს დაზარალებული არ ჰყავს. მთავარი მტკიცებულება პროკურატურის მიერ საქმეში ჩადებული 16 წამიანი ვიდეო მასალაა, რომელზეც სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს, რომ ჰაბიტოსკოპიური კვლევისთვის უვარგისია.
