გაუგებრობას იწვევს მხოლოდ ქართველი ლგბტ პროპაგანდისტი-პოლიტიკოსების ყოყმანი, საკუთარი თავის იმ თემის აქტიურ თუ პასიურ მიკუთვნილებისადმი აღიარების კუთხით, რომლის დაცვისთვის უხვად ფინანსდებიან

გაუგებრობას იწვევს მხოლოდ ქართველი ლგბტ პროპაგანდისტი-პოლიტიკოსების ყოყმანი, საკუთარი თავის იმ თემის აქტიურ თუ პასიურ მიკუთვნილებისადმი აღიარების კუთხით, რომლის დაცვისთვის უხვად ფინანსდებიან
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მათი მისამართით ვინც კითხულობს „რა დროს ლგბტ-ეა, როცა ხალხს შია” სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, პრობლემის აქტუალიზაციაზე საუბრობს და მაგალითად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ თემისადმი დამოკიდებულების ამსახველი პუბლიკაციები მოჰყავს. ქართველიშვილის თქმით, მაშინ, როცა ზოგიერთ პარტნიორ ქვეყანაში ამ პროცესებმა სკოლების უკვე დამწყებ კლასებშიც კი შეაღწიეს, შესაძლოა განგაშის ატეხვა დაგვიანებულიც იყოს.
„როდესაც გაღიზიანებული ტონით გვეკითხებიან: „რა დროს ლგბტ-ეა, როცა ხალხს შია”, მაგ დროს, სპონსორების ფონდებიდან სწორედ მათი პროპაგანდისთვის „დაპურებული” თავისქალის ერთი ნახევარსფერო იმ მეორესთან შედის კონფლიქტში, სადაც საკუთარ ჰეტეროშვილებზე მათ რიგებშიც კი, კონსერვატიული ზრუნვა ჩქეფს. ჩვენ კი, ამ თემებზე მათთან პოლემიკაში შესვლით, უფასო ფსიქოანალიზის სერვისით ვართ დაკავებულები, ფულსა და ნამუსს შორის მათი ბიპოლარული აშლილობის მოგვარების საქმეში. როდესაც ჩვენს ზოგიერთ პარტნიორ ქვეყანაში ამ პროცესებმა სკოლების უკვე დამწყებ კლასებშიც კი შეაღწიეს, საკითხავი ერთია – ჩვენი განგაში დროული, თუ უკვე დაგვიანებულია. ათას გენდერულ ინოვაციაზე “გადამხტარი” ბერლინელი მშობლების გაოცება მაინც გამოიწვია ქალაქის მთავრობის მიერ საბავშვო სახელმძღვანელოს გამოცემის შეკვეთამ, რომელმაც პატარებს უნდა გააცნოს პროსტიტუციის სფეროს თავისებურებანი. წიგნი სათაურით „როზის ფული სჭირდება“, განკუთვნილია 6-იდან 12 წლამდე იმ ბავშვებისთვის, რომელთა მშობლები ან ოჯახის წევრები დაკავებული არიან „შრომითი საქმიანობის“ აღნიშნულ ინდუსტრიაში. შარშან კვლავ „გაგვახარა“ ომის პირობებში მყოფმა მ, სადაც ხმა აიმაღლეს „ელ-ჯი-ბი-თი ქოუჩებმა“, რომლებიც ბავშვებისთვის გაკვეთილების ჩატარებას სთავაზობენ „იმნაირი ფასეულობების“ სფეროში. „ჩვენ შევძლებთ დავუნერგოთ თქვენს შვილებს სწორი ევროპული ფასეულობები.
ჩვენ მოვახდენთ ფილმების ერთობლივ ნახვას და სპეციალური ლიტერატურის გაცნობას, რომლებიც დაეხმარებიან ბავშვებს შეიმუშაონ ტოლერანტობა და გააცნობიერონ „ელ-ჯი-ბი-თი“ თემის ფასეულობები“ ანუგეშებენ ომის ველზე სიკვდილის პირას მყოფ მამებს მათი შვილების ევროპელი “ტრენერები”. ასევე „გვეიმედებიან“ კაცისა და ქალის აღმოჩენის პირას მყოფი ბრიტანელები: „მომხიბვლელი ხარ, მაცდუნებელი ფორმები გაქვს, ბოლოსდაბოლოს, უბრალოდ ქალი ხარ, რომელსაც ყველანაირი დებილი გავლის უფლება არ აძლევს? რა პრობლემაა! თქვენს დასახმარებლადაა სილიკონის ყალბი პენისი, რომლის მეშვეობით საბოლოოდ თავისუფლად ისუნთქავთ. პენისს აქვს მუშაობის რამდენიმე რეჟიმი, რომელთა გადართვა შესაძლებელია სიტუაციიდან გამომდინარე. ის არ არის იმპლანტირებული, უბრალოდ იკვრება ჩვეულებრივი ქამრით. სასწაული გაჯეტი!“ გამომცემლობა The Telegraph-ი კი გვამცნობს, რომ დიდ ბრიტანეთში წელს ჩასატარებელი საყოველთაო არჩევნების წინ შეიქმნა სპეციალური ვებსაიტი, სადაც პარლამენტის მოქმედ დეპუტატებს მოუწევთ პასუხის გაცემა შემდეგ შეკითხვაზე: „მიაჩნიათ თუ არა მათ, რომ ქალს კი არ შეუძლია დაიბადოს ქალად, ის − უნდა დაიბადოს ქალად“.
ხოლო საჯაროდ დასახელდებიან ის დეპუტატები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ „ქალს შეიძლება ჰქონდეს პენისი − მათი შერცხვენის მიზნით“. საინტერესოა, ამ “რთულ” კითხვას რა პასუხს გასცემდა იგივე . შეცდომაში ვერც “ტრადიციულმა” ევროპელებმა შეგვიყვანოს. შარშან პორტუგალიაში ქვეყნის სილამაზის კონკურსის ფინალში პირველად გაიმარჯვა არა-ქალმა ტრანსგენდერმა, 29 წლის ბორტგამცილებელმა მარინე მაჩეტემ. „მის პორტუგალია-2023“ ასევე წარადგინა საკუთარი ქვეყანა გასული წლის დეკემბერში „მის სამყაროს“ კონკურსში. იქ პორტუგალიელ ტრანსგენდერთან ერთად მონაწილეობა მიიღო ასევე ნიდერლანდების 2023 წლის ყველაზე ლამაზმა „ქალმა“ ტრანსგენდერმა რიკი ვალერი კოლლემ. ასევე, რა დაგვავიწყებს შარშანდელ „სასიხარულო ამბავს“ “ტრანსგენდერული სულიერების ქვეყნიდან” − დანიკა როემი გახდა ვირჯინიის შტატის ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი სენატორი. გაუგებრობას იწვევს მხოლოდ ქართველი ლგბტ პროპაგანდისტი-პოლიტიკოსების ყოყმანი, საკუთარი თავის იმ თემის აქტიურ თუ პასიურ მიკუთვნილებისადმი აღიარების კუთხით, რომლის დაცვისთვის უხვად ფინანსდებიან,” – წერს დავით ქართველიშვილი.
Next: პრემიერ-მინისტრი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

ასევე დაგაინტერესებთ