გასულ წელს ბიზნესმა 565 მლნ ლარის ქონების გადასახადი გადაიხადა, ფიზიკურმა პირებმა – 82.6 მლნ ლარის

გასულ წელს ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების გადასახადისგან თვითმმართველობებმა 648 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 2022 წელთან შედარებით 45 მილიონი ლარით მეტია.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის 2023 წლის ბიუჯეტის 12 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ზრდა ფიზიკური პირების მიმართულებით 12.3 მილიონი ლარი იყო, ხოლო იურიდიული პირების მხრივ ქონების გადასახადის აკრეფის მატება 32 მილიონი ლარია.
გადამხდელების მიხედვით, ქონების გადასახადი ასე ნაწილდება:
იურიდიული პირების ქონების გადასახადი – 565 მილიონი ლარი:
· მათ შორის – გადასახადი ქონებაზე გარდა მიწისა – 496 მილიონი ლარი;
· მათ შორის – გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – 8.7 მილიონი ლარი;
· მათ შორის – გადასახადი არასასოფლო დანიშნულების მიწაზე – 60.8 მილიონი ლარი;
ფიზიკური პირების ქონების გადასახადი – 82.6 მილიონი ლარი:
· მათ შორის – არაეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებულ უძრავ ქონებაზე – 50.1 მილიონი ლარი;
· მათ შორის – გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – 20.2 მილიონი ლარი;
· მათ შორის – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი – 12.3 მილიონი ლარი.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანახმად, 2023 წელს ქონების გადასახადის დეკლარაცია 366,706-მა პირმა შეავსო, ერთი დეკლარაციის საშუალო ღირებულება 230 ლარს შეადგენდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანახმად, ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებული გადასახადის მოცულობა წინა წელთან შედარებით 17%-ით არის გაზრდილი.