გასულ კვირაში აშშ-ში ნავთობის მარაგები 6,4 მლნ ბარელით შემცირდა

ნავთობის კომერციული მარაგები შეერთებულ შტატებში გასულ კვირას 6,368 მილიონი ბარელით შემცირდა, ნათქვამია ენერგეტიკის დეპარტამენტის ყოველკვირეულ ანგარიშში.
ეს არის ყველაზე დიდი ვარდნა იანვრის შემდეგ.
Trading Economics-ის მიხედვით, ანალიტიკოსები ელოდნენ მარაგების ზრდას საშუალოდ 1,6 მილიონი ბარელით.