გასულ კვირაში აშშ-ში ნავთობის კომერციული მარაგები 7,26 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ნავთობის კომერციული მარაგები 7,26 მილიონი ბარელით გაიზარდა და 460,89 მილიონი ბარელი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის ენერგეტიკის დეპარტამენტის ყოველკვირეულ ანგარიშში.
ბენზინის მარაგი 344 ათასი ბარელით გაიზარდა და 227,09 მლნ ბარელი შეადგინა.
კომერციული დისტილატების მარაგი 732 ათასი ბარელით შემცირდა 115,85 მლნ ბარელამდე.
ექსპერტები ნავთობის მარაგების შემცირებას 2,5 მილიონი ბარელით, ბენზინის მარაგების 1,02 მილიონი ბარელით და დისტილატის მარაგების 1 მილიონი ბარელით ზრდას ელოდნენ.