ნარკოლოგი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„აი, ეს არის ლისის ძველო ონკოლოგიური საავადმყოფოს ყოფილი პოლიკლინიკა, სადაც დღეს მდებარეობს სახლემწიფო მეთადონის პროგრამის ერთ-ერთი განყოფილება და სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, უნდა გადაიყვანონ კერძო პროგრამების ბენეფიციარები. შიდა პერიმეტრის სურათებს არ ვდებ – უბრალოდ, იმდენად მძიმე სანახავია იქაურობა.
დღეს ამ შენობაში დადის დაახლ. 600, შესაძლოა მეტიც, მეტადონის პროგრამის ბენეფიციარი. იქ არსებული მდგომარეობა მართლაც მძიმეა. გაუგებარია, როგორ გაიარა ამ ობიექტმა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები: როგორ ხდება მედიკამენტების დაცვა? როგორ უნდა დაიტიოს და მოემსახუროს ეს ადგილი დამატებით 2500 კერძო პროგრამის ბენეფიციარს?
მართლა არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. გასაგებია, თუ ამ პაციენტებს ადამიანებად არ თვლიან, მაგრამ როგორ აპირებთ უსაფრთხოების დაცვას – როგორც პერსონალის, ისე ბენეფიციარების?
ასე ემზადებიან ამის განსახორციელებლად.
გთხოვთ, დაფიქრდეთ, სანამ ასეთ მძიმე და პოტენციურად სარისკო ნაბიჯებს გადადგამთ. მიიღეთ გონივრული, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება.“
