“გასაბჭოებამდე ყველას დაგვიჭერენ და ფიზიკურად გაგვანადგურებენ” – ჩუთლაშვილი

ბლოგერი, დავით ჩუთლაშვილი:

ჩემი ღრმა რწმენით, მთელი ეს რეპრესიები არის მზადება საქართველოს სრული გასაბჭოებისთვის, ანუ იმისათვის, რათა ჩვენ პირდაპირ მივუერთდეთ ს ფედერაციას, როგორც ერთ-ერთი რიგითი რეგიონი. ჩემი აზრით, სწორედ ამისთვის ემზადება ივანიშვილი. მას პანიკურად ეშინია (და სხვათა შორის, არცთუ უსაფუძვლოდ), რომ დასავლეთი მას ისევე შეიძლება მოექცეს, როგორც სლობოდან მილოშევიჩს და მუამარ კადაფის. ამიტომ ძალიან ჩქარობს და სიჩქარეში ბუნებრივია შეცდომებსაც უშვებს. ივანიშვილს სურს, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს რუსეთის ნაწილი და რაც შეიძლება მალე აფრიალდეს პარლამენტის შენობის წინ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სამფეროვანი დროშა, რათა თვითონ და მისი ოჯახი დაცულები იყვნენ რუსული ატომური ბომბების ქოლგის საფარქვეშ იმ შემთხვევაში, თუ ნატო მის წინააღმდეგ ავიაგამანადგურებლების გამოყენებას გადაწყვეტს და სოლოლაკის ფერდობის თავზე F-35-ები გამოჩნდებიან.
გასაბჭოებამდე ყველას დაგვიჭერენ, ვისაც ფეისბუკზე ათეულ ათასობით მიმდევარი გვყავს და ხალხის სამობილიზაციო რესურსი გაგვაჩნია. დაგვიჭერენ და ფიზიკურად გაგვანადგურებენ. მე არავის არ გაშინებთ. არც პანიკას ვთესავ. უბრალოდ გაფრთხილებთ. გონიერი ადამიანები თუ ვართ, ყველაზე უარესისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. არხეინობა მდარე ინტელექტის ნიშანია.