გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აკუსტიკური ხმაურის ნორმებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფრომაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ” ტექნიკური რეგლამენტის წესების გადახედვის თაობაზე იმსჯელეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, ხმაურთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდა, მაგრამ ხმაურთან მიმართებაში არის საკითხები, რომლებიც არსებული კანონმდებლობით არაერთგვაროვნად არის დარეგულირებული ან აღსრულების თვალსაზრისით გაბნეულია სხვადასხვა მიმართულებით. ნაწილი მუნიციპალიტეტების აღსასრულებელია, ნაწილი – გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობა პროტესტს გამოხატავს და წერილობით მიმართავს როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე პარლამენტს, ამიტომ ეს საკითხი ახლებურად დარეგულირებას საჭიროებს.
„შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ხმაურის ინდექსის განსაზღვრის თანამედროვე მეთოდოლოგიაზე და იმ ხარვეზებზე, რომელიც კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხმაურის გაზომვის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ასევე ვისაუბრეთ სხვადასხვა უწყების – ჯანდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს და მუნიციპალიტეტების აქტიური კოორდინაციის აუცილებლობაზე. შევთანხმდით, რომ საჭიროა გადაიხედოს და დამუშავდეს მთავრობის დადგენილება, რომელიც აკუსტიკური ხმაურის ნორმებს და მონიტორინგის წესს განსაზღვრავს”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის ფორმატის გაგრძელებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა