„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის ფარგლებში, აჭარაში 500-მდე მასწავლებელი გადამზადდა

გარემოსდაცვისადასოფლისმეურნეობისმინისტრისმოადგილესოლომონპავლიაშვილი დააჭარისგანათლების, კულტურისადასპორტისმინისტრიმაიახაჯიშვილიაჭარისავტონომიურირესპუბლიკისმასშტაბითგადამზადებულმასწავლებლებსშეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გადამზადებულ პედაგოგებს სერტიფიკატები და დამხმარე სახელმძღვანელო – „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გადაეცათ.
„გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროგრამას „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2021 წლიდან ახორციელებს. ამ ეტაპზე 6400-ზე მეტი პედაგოგია გადამზადებული, მათ შორის 500-მდე – აჭარიდან.
პედაგოგებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მომზადდა. სახელმძღვანელო მოიცავს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები ბაზისურ ცოდნას იღებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი.
მასწავლებლებთან შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, ს მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ჩიქოვანი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის სასკოლო სივრცეში ინტეგრირების მიზნით დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადების პროცესი მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრიდან განახლდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.