გარედან დაფინანსებული ეს საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, როგორც მათ უნდათ, ეს მოხდეს – მამუკა მდინარაძე

გარედან დაფინანსებული ეს საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, როგორც მათ უნდათ, ეს მოხდეს –
ის, რაც მიიღო კანადამ, საფრანგეთმა, ის, რაც ათწლეულებია, მუშაობს -ში, ვერ იქნება საქართველოში რუსული და გარედან დაფინანსებული ეს საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, როგორც მათ უნდათ, ეს მოხდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონის გამო კრიტიკას ვერავისგან ვერ მიიღებენ.
„რაც უნდა კრიტიკული იყოს დღეს ვინმე, თან იმის გამო, რომ საქართველომ გამჭვირვალობის კანონი მიიღო, ისევე როგორც კანადამ ბოლო დღეებში, ისევე როგორც საფრანგეთმა რამდენიმე კვირით ადრე, ამის გამო ვერავინ უნდა იფიქროს ვინმეს დასჯა. რომელიმე თქვენგან გახსენდებათ კანადაში აქციები „არა რუსულ კანონს“ და ვერ გახდება კანადა ს უკანა ეზოო? ასეთ რამ გახსენდებათ? რატომ არ გააშუქეთ არცერთმა არხმა, ან საფრანგეთში ასეთი აქციები რატომ არ გააშუქეთ? იმიტომ, რომ არ ყოფილა. არავის მოფიქრებია აზრად, გაცილებით მკაცრი, ანალოგიური სფეროს რეგულირების კანონი რუსულად მოენათლა.
საქართველოში გახდა მარტო ეს „რუსული“ და საქართველოში სცადეს რუსულად მონათვლა. რაც კი საქართველოს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს შეეხება ამ ბოლო დროს, ყველაფერს რუსულს ეძახიან. ამით უნდათ, რომ ჩახსნან საქართველოში, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომ დააკომპლექსონ ხელისუფლება, დააკომპლექსონ მისი ამომრჩეველი, არა მხოლოდ ხელისუფლება, რომ თუ შენ გაბედავ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებ, ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებას მათი ტელევიზიები, მათი პოლიტიკოსები, მათი წარმომადგენლები, აქტივისტები დაუძახებენ რუსულს და ამ კომპლექსით გავლენ ფონს. ასე არ არის. ის, რაც მიიღო კანადამ, საფრანგეთმა, ის, რაც ათწლეულებია, მუშაობს აშშ-ში, ვერ იქნება საქართველოში რუსული და გარედან დაფინანსებული ეს საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, როგორც მათ უნდათ, ეს მოხდეს. ამის გამო ჩვენ კრიტიკას ვერავისგან არ და ვერ მივიღებთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
Next: ცდილობენ, ევროპის თემა გამოიყენონ საარჩევნო მიზნებისთვის, არადა, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავითავისოთ ერთი მთავარი დათქმა, ეს უნდა იყოს კიდეც ჩვენი გენეტიკური კოდი, რომ ჩვენი თავი უნდა გვეკუთვნოდეს ჩვენ

ასევე დაგაინტერესებთ

ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას

ზოგ რეკომენდაციას რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა