გარდა ფორუმის ფორმატში გაწეული ძალისხმევისა, მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სხვადასხვა ლიდერებთან – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დუბაის ფორუმი საგანგებო მნიშვნელობისაა, სადაც შეიძლება დაიძლიოს ის კონფრონტაცია, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველი ამოცანაა.
მისი განმარტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ფორუმის ფორმატში გაწეული ძალისხმევის გარდა, მნიშვნელოვანია მისი შეხვედრები სხვადასხვა ლიდერებთან.
“დუბაის ფორუმი საგანგებო მნიშვნელობის არის. ეკონომიკური თანამშრომლობის თემა მსოფლიოში ნომერ პირველი ამოცანაა, რომელმაც შეიძლება დაძლიოს ის კონფრონტაცია, ის ცეცხლი, სისხლი, რომელიც სამწუხაროდ, ისტორიის ამ მონაკვეთს ახასიათებს. საყურადღებოა და გარდა ამ ფორუმის ფორმატში გაწეული ძალისხმევისა, მნიშვნელოვანია მისი შეხვედრები სხვადასხვა ლიდერებთან, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ნებისმიერ საჭირბოროტო საქმეზე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით