გარდა იმისა, რომ ოპოზიციაში ზარმაცები არიან, ძნელად აღსაზრდელი ბავშვებივით იქცევიან – გურამ მაჭარაშვილი

ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დღეს იურიდიულ კომიტეტზე გადის, რომელიც პარლამენტში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.
საუბარია პარტიების დაფინანსების წესის შეცვლაზე. ცვლილებებს კანონმდებლები დაჩქარებული წესით განიხილავენ. სიახლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ, იურიდიულ პირებს კი პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ.
ცვლილებების წინააღმდეგია ოპოზიცია. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ სიახლე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა.
პარტია “ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით ოპოზიცია ძნელად აღსაზრდელი ბავშვის მსგავსად იქცევა.
“გარდა იმისა, რომ ზარმაცები არიან ოპოზიციაში, ძნელად აღსაზრდელი ბავშვებივით იქცევიან, რაც უნდა მიუტან მერე გადაიფიქრებს და სხვა რამეს მოიფიქრებს. დეოლიგარქიზაციის პროცესის შემადგენელი ნაწილია ეს ცვლილება რასაც ჰქვია, რომ იურიდიულმა პირებმა არ დააფინანსონ პარტიები, ესეც კარგად იცოდნენ ოპოზიციონერებმა და ამაზე თვითონ საუბრობდნენ, მაგრამ ახლა რომ მიხვდნენ, ჩვენ ევროპელებთან შევთანხმდით და ისინი ამას გვითვლიან როგორც ევროპულ ნაბიჯს ახლა ძნელად აღსაზრდელი ბავშვივით გაჯიუტდნენ და მოითხოვეს სხვა რამე, ამას მხარს არ დავუჭერთო”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან