გარდაიცვალა ცნობილი დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე

გარ­და­იც­ვა­ლა ცნო­ბი­ლი დი­რი­ჟო­რი პა­პუ­ნა ღვა­ბე­რი­ძე, ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატრმა გა­ავ­რცე­ლა.
“თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის მთე­ლი კო­ლექ­ტი­ვი შეძრწუ­ნე­ბუ­ლია თავ­ზარ­დამ­ცე­მი ფაქ­ტის გამო.
გარ­და­იც­ვა­ლა თე­ატ­რის წამ­ყვა­ნი დი­რი­ჟო­რი პა­პუ­ნა ღვა­ბე­რი­ძე.
ვუ­სამ­ძიმ­რებთ მის ოჯახს, ახ­ლობ­ლებს და მთელს თე­ატრს“, – წე­რია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
პა­პუ­ნა ღვა­ბე­რი­ძე 1969 წელს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა 113-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და 112-ე სკო­ლას­თან არ­სე­ბუ­ლი მე-4 მუ­სი­კა­ლუ­რის სას­წავ­ლე­ბე­ლი, რის შემ­დე­გაც სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის აკა­დე­მი­უ­რი გუნ­დის დი­რი­ჟო­რო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე გივი ბო­ლაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ასე­ვე და­ამ­თავ­რა ას­პი­რან­ტუ­რა სა­ო­პე­რო და სიმ­ფო­ნი­ურ დი­რი­ჟო­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით – გივი და ზაზა აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. იყო ამა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი.
შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კა­რი­ე­რა, რო­გორც სა­გუნ­დო დი­რი­ჟორ­მა, 2000 წელს, ნიკო სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ სა­გუნ­დო კა­პე­ლა­ში და­ი­წყო, სა­დაც ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. 2005-2007 წლებ­ში ქუ­თა­ი­სის მ. ბა­ლან­ჩი­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ო­პე­რო თე­ატ­რის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი და მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი, ხოლო 2011 წლი­დან – ამა­ვე თე­ატ­რის მოწ­ვე­უ­ლი დი­რი­ჟო­რი იყო. ქუ­თა­ის­ში, 2005-2006 წლებ­ში, მან ჯუ­ზე­პე ვერ­დის “რი­გო­ლე­ტოს“, 2011 წელს კი ოთარ თაქთა­ქიშ­ვი­ლის “მინ­დი­ას“ დად­გმებს უხელ­მძღვა­ნე­ლა.
2013 წლი­დან პა­პუ­ნა ღვა­ბე­რი­ძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სა­ო­პე­რო მომ­ზა­დე­ბის კა­თედ­რის დი­რი­ჟო­რი იყო. 2014 წელს, აქ მან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ვოლ­ფგანგ ამა­დე­უს მო­ცარ­ტის “ფი­გა­როს ქორ­წი­ნე­ბა“ და ჯა­კო­მო პუ­ჩი­ნის “ბო­ჰე­მა“, 2019 წელს დო­ლი­ძის“ ქეთო და კოტე“, 2022 წელს პუ­ჩი­ნის “ჯანი სკი­კი“. თბი­ლი­სის სა­ო­პე­რო თე­ატ­რში იყო დამ­დგმე­ლი დი­რი­ჟო­რი სპექ­ტაკ­ლე­ბი­სა: ჩა­ი­კოვ­სკის “მაკ­ნა­ტუ­ნა“, ჰერ­ტე­ლის “ამაო სიფრ­თხი­ლე“, რა­ვე­ლის “მე­დეა“, მინ­კუ­სის “ბა­ი­ა­დე­რა“.
2019 წელს რი­გა­ში იდი­რი­ჟო­რა მინ­კუ­სის “დონ კი­ხო­ტი“,2022 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლე­ტის გას­ტრო­ლე­ბის ფარ­გლებ­ში ტუ­რი­ნის სა­ო­პე­რო თე­ატ­რში იდი­რი­ჟო­რა “მაკ­ნა­ტუ­ნას“ ათი, ბო­ლო­ნი­ის თე­ატ­რში კი “დონ კი­ხო­ტის“ ხუთი სპექ­ტაკ­ლი. 2024 წლის იან­ვარ­ში, სი­ცი­ლი­ა­ზე, კა­ტა­ნი­ის მა­სი­მო ბე­ლი­ნის თე­ატ­რში იდი­რი­ჟო­რა “გე­დე­ბის ტბის“ შვი­დი სპექ­ტაკ­ლი. ამა­ვე წელს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლე­ტის გას­ტრო­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, ინ­გლი­სის ნა­ცი­ო­ნა­ლურ ორ­კესტრთან ერ­თად თან­ხლე­ბა გა­უ­წია ამა­ვე სპექ­ტაკ­ლის თხუთ­მეტ წარ­მოდ­გე­ნას ლონ­დო­ნის კო­ლი­ზე­უმ­ში და “მაკ­ნა­ტუ­ნას“ ტო­კი­ოს ბუნ­კა კა­ი­კა­ნის თე­ატ­რში

ასევე დაგაინტერესებთ