გარდაიცვალა ყაზახი ჟურნალისტი, რომელსაც 18 ივნისს კიევში ესროლეს

გარდაიცვალა ყაზახი ჟურნალისტი აიდოს სადიკოვი, რომელსაც 18 ივნისს კიევში თავს დაესხნენ.
„მისი სიკვდილი ტოკაევის [ყაზახეთის პრეზიდენტი] სინდისზეა“, — დაწერა გარდაცვლილის მეუღლემ ნატალია სადიკოვამ Facebook-ზე.
ყაზახეთის მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს კიევში, 18 ივნისს ესროლეს.
ს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმაში ყაზახეთის ორი მოქალაქე მონაწილეობდა.
აიდოს სადიკოვი და მისი ჟურნალისტი მეუღლე, ნატალია სადიკოვი 2014 წლიდან ში ცხოვრობენ და ლტოლვილის სტატუსი აქვთ.
სადიკოვი და მისი ცოლი მართავდნენ Youtube არხს Бәсе, სადაც აკრიტიკებდნენ ყაზახეთის ხელისუფლებას, ოლიგარქებს და 2022 წელს მხარს უჭერდნენ ყაზახეთში საპროტესტო აქციებს. სადიკოვის თქმით, სამშობლოში ექვემდებარებოდა სისხლისსამართლებრივად დევნას პოლიტიკური მიზეზების გამო. 2023 წლის შემოდგომაზე აიდოს და ნატალია სადიკოვები ყაზახეთის ხელისუფლებამ სიძულვილის წაქეზების ბრალდებით ძებნილთა სიაში შეიყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, რა დროსაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს, უყურადღებოდ არ დატოვონ

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის აქციაზე – დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები – როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის „კარუსელი“ და ვის ატყუებენ?!