გარდაიცვალა მსახიობი ქეთევან კიკნაძე

85 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ქეთევან კიკნაძე. ინფორმაციას ოჯახი და ახლობლები ადასტურებენ. ქეთევან კიკნაძე იყო კინორეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე.
1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1959 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“), თინა („ტარიელ გოლუა“), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“), მარგო („პრემიერა“), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“) და სხვ. მონაწილეობდა 100-მეტ სპექტაკლში.
მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2005 – ბორჯომის საპატიო მოქალაქე; 1999 – ღირსების ორდენი ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის; 1991 – ჯეიმს თაუნის () საპატიო მოქალაქე; 1987 – საქართველოს სახალხო არტისტი; 1987 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია; საქართველოს დამსახურებული არტისტი.
“მარშალპრესი”-ს რედაქცია უსამძიმრებს ქეთევან კიკნაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მუდმივად მოგვიწოდებდნენ, უარი გვეთქვა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებაზე მაშინ, როდესაც თავადაც კი აინიციირებდნენ ამ კანონს. იმიტომ თქვეს ევროკავშირში უარი, რომ შემდგომში საქართველოსთან აღარ ექნებოდათ სასაუბრო პირი

როდესაც ორი კვირის განმავლობაში ემზადები 9 მაისს ჩასატარებელი აქციისთვის და ათი პარტია შეძლებს მაქსიმუმ 2 ათასი ადამიანის მობილიზებას, ეს ზუსტად მეტყველებს იმაზე, თუ რა ღრმა კრიზისშია, ზოგადად, ოპოზიცია