გარდაიცვალა მსახიობი დინარა ჟორჟოლიანი

92 წლის ასაკში, მსახიობი დინარა ჟორჟოლიანი გარდაიცვალა.

სანდრო ჟორჟოლიანის ერთადერთმა ქალიშვილმა – დინარა ჟორჟოლიანმა ერთი როლით მოახერხა მაყურებლისთვის თავის დამახსოვრება, მან “ოთარაანთ ქვრივში” კესო ითამაშა.

დინარა ჟორჟოლიანს ყოველთვის ენები, ლინგვისტიკა აინტერესებდა.
დაამთავრა და მოღვაწეობდა უცხო ენების ინსტიტუტში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, იყო კათედრის გამგე, 1990 წელს, გაცვლითი პროგრამით, ერთი წლით წავიდა ამერიკაში, სიეტლის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად, მაგრამ საქართველოში აღარ დაბრუნებულა.

დინარა ჟოჟოლიანის სამსახიობო კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა და არც ბევრ ფილმში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ მაყურებელს ის სწორედ კესოს როლით სამუდამოდ დამახსოვრებოდა.

დი­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ასე­ვე გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მებ­ში – “დღე პირ­ვე­ლი, დღე უკა­ნას­კნე­ლი”, “პი­ე­რი-მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი”, “ერთი მო­თხრო­ბის ფი­ნა­ლი”, “მე დავ­ბრუნ­დე­ბი”.

აი რას წერდა კი­ნომ­ცოდ­ნე ლელა ოჩი­ა­უ­რი დინარა ჟორჟოლიანზე:

– დი­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი მარ­თლაც ულა­მა­ზე­სი იყო და რო­დე­საც ფილმში “ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი” გა­მოჩ­ნდა, რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ სი­ლა­მა­ზით მი­იქ­ცია მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა… ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც გა­აქ­ტი­ურ­და კი­ნო­ში არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის მიწ­ვე­ვის ტენ­დენ­ცია. ისი­ნი, უპირ­ვე­ლე­სად, ფაქ­ტუ­რის, გა­რეგ­ნო­ბის მი­ხედ­ვით ირ­ჩე­ოდ­ნენ. ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 60-იან წლებ­ში უკვე ტი­პა­ჟე­ბის მი­ხედ­ვით…

დი­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია – ფილ­მი “ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი”

 

50-იანი წლებ­ში, ცხა­დია, უკვე არ­სე­ბობ­და ქარ­თუ­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო სკო­ლა. თე­ატ­რი­სა და კი­ნოს ქარ­თველ მსა­ხი­ო­ბებს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი და მათ დიდ ნა­წილს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად ცნობ­და.

სწო­რედ ეს იქცა ერთ-ერთ მი­ზე­ზად, რომ ეკ­რან­ზე ახა­ლი სა­ხე­ე­ბი, ხში­რად, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, მა­ყუ­რებ­ლის­თვის უც­ნო­ბი და ამი­თაც სა­ინ­ტე­რე­სო, რომ­ლე­ბიც არ ასო­ცირ­დე­ბოდ­ნენ, არ იგივ­დე­ბოდ­ნენ გარ­კვე­უ­ლი ტი­პის და ხა­სი­ა­თის რო­ლებ­თან. ეს ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­ქმა­სა და წარ­მოდ­გე­ნებ­ში მსა­ხი­ობს შტამ­პავს და ჩარ­ჩო­ებ­ში აქ­ცევს.

ერთ-ერ­თია ულა­მა­ზე­სი დი­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი. ის მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლად არ იყო ლა­მა­ზი. ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როც ულა­მა­ზე­სი ჰქონ­და. ბევ­რის­გან გა­მი­გია, მათ შო­რის, ჩემი მე­გობ­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც უცხო ენა­თა ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლობ­დნენ, რომ დი­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და ნი­ჭი­ე­რი იყო, სა­უ­კე­თე­სო პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით, მა­ღა­ლი კლა­სის პე­და­გო­გი და ცხა­დია, რომ არა­ტი­პუ­რი გა­რეგ­ნო­ბა, ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის სა­ხე­ზე ანა­ბეჭ­დი, რე­ჟი­სო­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი იყო.

ბო­რის ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი და დი­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი (არ­ჩი­ლი და კესო) – ფილ­მი “ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი”

 

დი­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა მის­თვის პირ­ველ ფილმში “ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი”, ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟის, კე­სოს როლი შე­ას­რუ­ლა… სხვა­თა შო­რის, ეს პირ­ვე­ლი ფილ­მია, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რუ­სე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­ი­ღო კი­ნო­ში დიდი ხნის პა­უ­ზის შემ­დეგ. ჩემი აზ­რით, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტია, რად­გან “ოთა­რა­ანთ ქვრი­ვით” კი­დევ ერთი ახა­ლი პე­რი­ო­დი იწყე­ბა მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში.

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ეს ნა­წარ­მო­ე­ბი სიმ­ბო­ლუ­რი, მთლი­ა­ნად მე­ტა­ფო­რუ­ლია. ეს ხომ არაა კონ­კრე­ტუ­ლი ის­ტო­რია “ხიდ­ჩა­ტე­ხი­ლო­ბა­ზე”, რო­გორც ადრე ას­წავ­ლიდ­ნენ. ნა­წარ­მო­ებ­ში ბევ­რად ღრმა და მრა­ვალშრი­ა­ნი იდე­აა და ფილმში არის ამ ყვე­ლაფ­რის ფა­რუ­ლი ასახ­ვის მცდე­ლო­ბა. თუმ­ცა ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ 1957 წე­ლია და ხე­ლო­ვა­ნი ჯერ კი­დევ არც თუ ისე თა­ვი­სუ­ფა­ლია, ჯერ კი­დევ შე­ზღუ­დუ­ლია, თქვას და აჩ­ვე­ნოს, რა­საც ფიქ­რობს, გრძნობს და გა­ნიც­დის. და, მა­ინც, აშ­კა­რაა, რომ ფილ­მის სა­ერ­თო ხაზ­სა და თი­თო­ე­ულ პერ­სო­ნაჟ­ში, სა­ქარ­თვე­ლო და მისი ბედ-იღ­ბა­ლი ალე­გო­რი­უ­ლად იგუ­ლის­ხმე­ბა.

– რო­გორც ით­ქვა, მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელს ამ როლ­ზე სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლის გა­და­ღე­ბა სურ­და, მაგ­რამ სო­ფი­კოს ფეხ­მძი­მო­ბამ შე­უ­შა­ლა ხელი…

– ეს ამ­ბა­ვი არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ არ გა­მოვ­რი­ცხავ, ასეც ყო­ფი­ლი­ყო. მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი, ლა­მა­ზი და ნი­ჭი­ე­რი ქა­ლიშ­ვი­ლის გა­და­ღე­ბა. სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის რამ­დე­ნი­მე ფილმში არის კი­დე­ვაც მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი.

– ალ­ბათ კე­სოს როლს დი­ა­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის სი­ნა­ზე უფრო მო­უხ­და…

– სრუ­ლი­ად გე­თან­ხმე­ბით… იმ პე­რი­ო­დის სო­ფი­კო რეზო ჩხე­ი­ძის ფილ­მი­დან “ჩვე­ნი ეზო” – ახ­ტა­ჯა­ნა ცი­ცი­ნოს რო­ლით გა­იც­ნო, და­ი­მახ­სოვ­რა და შე­იყ­ვა­რა მა­ყუ­რე­ბელ­მა… იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელს ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი და ელე­გან­ტუ­რი გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­და, დი­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის კესო ბევ­რად ნაზი, ან­გე­ლო­ზის გა­რეგ­ნო­ბი­საა. ამ გმირს სწო­რედ ასე­თი ფაქ­ტუ­რის ახალ­გაზ­რდა ქალი მი­ე­სა­და­გა, სი­ნა­ზით, ნაკ­ვთე­ბის სირ­ბი­ლი­თა და არა­მი­წი­ე­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი.

თუმ­ცა, დი­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ზე­ზი მხო­ლოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი და უცხო გა­რეგ­ნო­ბა არ იყო. ის სა­ინ­ტე­რე­სოდ მუ­შა­ობს, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი (რო­გორც ჩანს, მა­მის უნი­ჭი­ე­რეს არ­ტისტ სან­დრო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გე­ნე­ტი­კამ იჩი­ნა თავი), ქმნის პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ათს, სა­ხეს, ზუს­ტი შტრი­ხე­ბით ხა­ტავს არის­ტოკ­რა­ტი ქა­ლის ამ­გვარ ტიპს, ადა­მი­ა­ნურს, გუ­ლის­ხმი­ერ­სა და თან მი­უწ­ვდო­მელს. ამის­თვის კი ბევრ გრა­და­ცი­ას იყე­ნებს და ემო­ცი­ის ცვა­ლე­ბა­დო­ბას და­მა­ჯე­რებ­ლად ასა­ხავს.

ვერ ვი­ტყო­დით რომ ასე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლია შემ­დეგ ფილმში “დღე უკა­ნას­კნე­ლი, დღე პირ­ვე­ლი”… რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ ეპი­ზო­დურ როლ­შიც ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, ისე­ვე, რო­გორც, უკვე 1965 წელს გა­და­ღე­ბულ ფილმში, “პი­ე­რი, მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი”, მაგ­რამ, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის ნა­მუ­შე­ვა­რი, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიგ­ნე­ბე­ბით ნაკ­ლე­ბად გა­მო­ირ­ჩე­ვა.

კად­რი ფილ­მი­დან “დღე პირ­ვე­ლი, დღე უკა­ნას­კნე­ლი”

 

უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ 50-60-იან წლებ­ში, ქარ­თუ­ლი კი­ნოს აღ­მავ­ლო­ბი­სა და აღორ­ძი­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კვლავ გრძელ­დე­ბა ყალ­ბი, პა­თე­ტი­კუ­რი, გულ­წრფე­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბაც, რომ­ლე­ბიც, მარ­თა­ლია, თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბის გე­მოვ­ნე­ბა­საც აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ და კი­ნოს წი­ნა­შე არ­სე­ბულ მო­თხოვ­ნებ­საც ესა­და­გე­ბო­დენ, მაგ­რამ მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, ვერ “და­იკ­ვეხ­ნიდ­ნენ”.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კე­სოს რო­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, მისი შეს­რუ­ლე­ბა დიდ რე­ჟი­სორ­თან, დიდი არ­ტის­ტე­ბის გვერ­დით, პა­ტი­ვიც იყო ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბის­თვის და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის სა­ფუძ­ვლა­დაც შე­იძ­ლე­ბა ქცე­უ­ლი­ყო, დი­ნა­რა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი კი­ნოს არ გაჰ­ყვა. სხვა პრო­ფე­სია აირ­ჩია და სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გი, სა­უ­კე­თე­სო ლინგვის­ტი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­გლი­სუ­რი ენის სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტი გახ­და.