რიო დე ჟანეიროში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრაზილიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი მარიო ზაგალო. ის იყო FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ერთადერთი ოთხგზის გამარჯვებული ისტორიაში, ორჯერ მოიგო ტიტული როგორც მოთამაშემ, შემდეგ კი როგორც მთავარი მწვრთნელმა და მწვრთნელის ასისტენტმა ბრაზილიის ნაკრებში.
1931 წელს დაბადებული ზაგალო თამაშობდა ბრაზილიის კლუბებში, ფლამენგოში და ბოტაფოგოში და იყო მარცხენა გარემარბი. მან 36 მატჩი ჩაატარა ბრაზილიის ნაკრებში და 1958 და 1962 წლების მსოფლიო ჩემპიონატები მოიგო.
ზაგალომ თამაშს თავი დაანება 34 წლის ასაკში და მალევე გახდა ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებით ის გახდა პირველი ადამიანი ისტორიაში, რომელმაც მოიგო ჩემპიონის ტიტული, როგორც მოთამაშემ და მწვრთნელმაც.
მარიო ზაგალო თამაშობდა “ფეხბურთის მეფესთან”- პელესთან ერთად, შემდეგ კი მისი მონაწილეობით ეროვნულ გუნდს წვრთნიდა. 1991 წელს ზაგალო ბრაზილიის ნაკრების დროს მთავარი მწვრთნელის კარლოს ალბერტო პარეირას თანაშემწე გახდა და 1994 წლის კვლავ მოიგო მსოფლიო ჩემპიონობა.
საერთო ჯამში, ზაგალომ მონაწილეობა მიიღო შვიდ მსოფლიო ჩემპიონატში სხვადასხვა ამპლუაში და მათგან ოთხში წარმატებას მიაღწია.
ის ასევე წვრთნიდა უამრავ საკლუბო გუნდს და სხვა ეროვნულ, მათ შორის კუვეიტისა და არაბთა გაერთიანებულ საემიროების ნაკრებებს.