გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ევროპული სტანდარტების, 530 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ევროპული სტანდარტების მქონე სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
ახალი, 530 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კარგარეთელთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან ერთად მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მქონე მოედანი, ტრიბუნა, განათების სისტემა, საპარკინგე სივრცე, დაიგო საფარი, თითქმის დასრულებულია ბაზის მშენებლობაც.
მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე შენდება ფიზმომზადების ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტსმენების შესაძლებლობების სწორ განვითარებასა და მათ პროფესიონალ ფეხბურთელებად ჩამოყალიბებას. სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარით.
სპორტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 3 000 000 ლარამდე შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიფ სტეიტს მმართველობის ლეგალიზებისთვის პლაცდარმი მზად აქვს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში. აირჩევენ ყველაზე ეფექტურ ქვეყანას, რომ უმოკლეს ვადებში აჩვენონ ხალხს კორპორაციული მმართველობის აბსოლუტური “სიჯანსაღე” და შემდგომ დომინოს ეფექტით შემოაღებინონ სხვა ქვეყნებს კორპორაციული მმართველობა

როდესაც სრულად დისკრედიტირებული ევროპული ლიდერშიპი პირისპირ დარჩება საზოგადოების წინაშე, ღიად გაჟღერდება ახალი და მთავარი ინიციატივა – უუნაროა არსებული პოლიტიკური სისტემა, ამიტომ საჭიროა მმართველობის ახალი ფორმა და ეს ფორმა იქნება კორპორაციული მმართველობა