“ჩელსის” ყოფილმა ნახევარმცველმა ჯონ ობი მიკელმა ერთმანეთს ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო შეადარა.
ნიგერიელის თქმით, რასაც რონალდომ მიაღწია წარმოუდგენელია, თუმცა თვლის, რომ “ლა პულგა” სხვა პლანეტიდანაა.
“რონალდო შესანიშნავი ფეხბურთელია, უდიდეს წარმატებას მიაღწია, წარმოუდგენელი პროფესიონალია, თუმცა მესი სხვა პლანეტიდანაა. მახსოვს, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედს” ვეთამაშებოდით, ვიცოდი, რომ ეშლი კოული მის შეჩერებას მოახერხებდა.
თუ ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” ვხვდებოდით, ღმერთო! მთელ კვირას იმაზე ფიქრში ვატარებდით, თუ როგორ შევაჩერებდით მესის. აუცილებელი იყო, რომ მის ირგვლივ 2-3 ფეხბურთელს ემოქმედა, რადგან თუ რომელიმე მათგანთან ერთი-ერთზე აღმოჩნდებოდა, ყველაფერი
აზრს დაკარგავდა.
რა იყო ჩვენი გეგმა ლეოს წინააღდეგ? უბრალოდ უნდა ჩაგვერტყა, რადგან ვიცოდით, რომ მის წინააღმდეგ ვერაფერს გავხდებოდით”, – განაცხადა ობი მიკელმა.