განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ტვ პირველის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ტვ პირველის ოპერატორს, სერგი ბარამიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გდდ-ს შენობასთან ტვ პირველის ჟურნალისტი, ნანუკა ქაჯაია მის ოპერატორთან, სერგი ბარამიძესთან ერთად კითხვების დასასმელად იმყოფებოდა.
კადრებში ჩანს, რომ უწყების თანამშრომელმა ბარამიძეს ხელი კრა და მისი ტერიტორიიდან გაყვანა ძალის გამოყენებით სცადა.