განსაკუთრებულ აქცენტებს გავაკეთებთ საქართველოში ინდუსტრიული ზონებისა და, ზოგადად, თავისუფალი სავაჭრო ზონების განვითარებასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე – ნინო წილოსანი ჩინეთში შეხვედრებზე

საქართველოს აქვს რამდენიმე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. რა თქმა უნდა, ვისურვებთ, რომ ის მოდელები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით და, ამ შემთხვევაში, ჩინეთში წარმატებულად მუშაობს, ჩვენთანაც სწორად იყოს გადმოტანილი და ყველა მნიშვნელოვანი გამოცდილება იყოს გათვალისწინებული, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჩენ ძინგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის დელეგაციაში შემავალი პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები, ამ მიმართულებით საინტერესო შეთავაზებებსა და აქცენტებს გააკეთებენ, რაც საქართველოში თავისუფალი სავაჭრო ზონების განვითარებას დაეხმარება.
“ამ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ, როგორც კომიტეტის ხელმძღვანელები, ამ მიმართულებით საინტერესო შეთავაზებებსა და განსაკუთრებულ აქცენტებს გავაკეთებთ იმ საჭიროებებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ინდუსტრიული ზონების და ზოგადად, თავისუფალი სავაჭრო ზონების განვითარებას ესაჭიროება,”-აღნიშნა ნინო წილოსანმა.
“ქართული ოცნების” დელეგაცია, პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა პეკინსა და შანხაიში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა