განსაკუთრებული საჭიროების მქონე დროებით დევნილი მოზარდები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ეწვივნენ

ს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, დან დროებით დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ეწვივნენ. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის „თოჯინების ისტორია“ ფარგლებში, ახალგაზრდა მონაწილეებმა თოჯინები საკუთარი ხელით შექმნეს.
„ღონისძიების ბოლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა და სააგენტოს დირექტორმა ანეტა კიტიამ ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ქვეპროგრამა „სიყვარულით თქვენთვის“ ფარგლებში გაიმართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – შეფასებებს განა იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ვინმეს მტრობა განვიზრახეთ, არამედ იმიტომ, რომ ბევრს არ ვეთანხმებით, მაგალითად იმას, რომ არჩევნები გაყალბდა – ნუ გვთხოვთ, რომელიღაც მხარეს დავდგეთ, გარწმუნებთ, წაგებული დარჩებით