განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია

განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია
„ზოგადად, ძალიან სამწუხარო დამოკიდებულება არის ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, არა მხოლოდ საქართველოს მიმართ. თუ დააკვირდებით მათ აქტივობებს სხვა ქვეყნების მიმართაც, მათი დამოკიდებულება არის გარკვეულად ქედმაღლური, ზემოდან დახედვა ქვეყნების მიმართ , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩვენ ისეთივე ევროპული ქვეყანა ვართ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და გარკვეული მეურვეობითი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, ზემოდან ქედმაღლური ყურება მიუღებელია.
,,ისეთი დამოკიდებულებაა, თითქოს ევროპარლამენტი არის ევროპა და საქართველო – არა. ეს რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ ისეთივე ევროპული ქვეყანა ვართ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და გარკვეული მეურვეობითი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, ზემოდან ქედმაღლური ყურება არის მიუღებელი. რეზოლუცია არის სამწუხარო განმეორება რეზოლუციების სერიისა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და რომელიც გაჯერებული იყო ცილისწამებით საქართველოს მიმართ, ცალკეული პირების მიმართ და ამას გარკვეულწილად შეჩვეული ვართ. აქვე განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
Previous: უახლესი ისტორია მკაფიოდ აჩვენებს, რომ პრემიერ-მინისტრი და მმართველი გუნდი ოსტატურად იგერიებენ საქართველოზე თავდასხმებს უსამშობლო ვერცხლისმოყვარეთა ყველა მიმართულებიდან

ასევე დაგაინტერესებთ

ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის “მაყუთს”!

სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!