განვიხილავთ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას — ცაჰკნა

ს საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა არ გამორიცხავს, რუსული კანონის საპასუხო ზომად ევროკავშირმა განიხილოს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება და პერსონალური სანქციები.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ხნის წინ თბილისშიც იმყოფებოდა, ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე თქვა, რომ საქართველოში სიტუაცია შემაშფოთებელია უცხოელი აგენტების კანონის და იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა შორდება ევროპულ გზას.
„ჩვენ ვაპირებთ საქართველოს საკითხის დაყენებას. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და ძალიან მკაფიო იყოს რეაგირება. ჩვენ მივეცით საქართველოს მთავრობას სარგეებლი სავიზო თავისუფლების და ნებისმიერი სახის მხარდაჭერის კუთხით, ასევე ქვეყანა ოფიციალურად არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ევროკავშირის მხარდაჭერა ამ გზისადმი არ არის უპირობო. საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას 9 ნაბიჯი“, — განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
მისი თქმით, მინისტრებს სურთ ევროკომისიისგან მოისმინონ 9 რეკომენდაციის შესრულების მიმოხილვა.
„ასევე, [გვსურს] მოამზადოს რეაქციები და [განვიხილოთ] კანდიდატობის სტატუსი, ასევე პირადი სანქციები, თუ ეს შესაძლებელია. ასევე განიხილება უვიზო რეჟიმის შეჩერებისა და გადახედვის შესაძლებლობა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებას უპირობოდ არ გადასცემია. საქართველოს მთავრობამ უნდა იაროს წინ ევროინტეგრაციის გზაზე, როგორც ამას დაჰპირდა ევროკავშირს და პირველ რიგში, ქართველ ხალხს“, — თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა არ გამორიცხა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს.

ასევე დაგაინტერესებთ