განა თქვენ ევროპაში სათამაშოდ ქართულ ხელფასს არ გაექეცით და ევროპული ხელფასის სიდიდემ არ მოგხიბლათ? – ბუჩუკური

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
“ევროპაში ნახეთ ფასები” – გვირჩევს . დავუჯერე და დავალებას უფრო დიდი მონდომებით მოვეკიდე – ფასებთან ერთად ევროპული ხელფასებიც ვნახე და სასო კიდევ ერთხელ წარმეკვეთა.
EURONEWS-ის ცნობით, ევოპაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქვეყნებია: შვეიცარია 106,839 ევრო – ბელგია 70,297 ევრო.
ხოლო ყველაზე დაბალანაზღაურებადი ხორვატიისა და პოლინეთის შემდეგ ბულგარეთია 12,923 ევროს ოდენობის ხელფასით… რაც დღევანდელი კურსით 37, 476,7 ლარია, თვის ჭრილში კი 3,123 ლარი.
რამდენ დასაქმებულს აქვს საქართველოში 3 000-ზე მეტი ხელფასი სტაბილურად❓️ განა თქვენ თბილისის დინამოდან ევროპაში სათამაშოდ ქართულ ხელფასს არ გაექეცით და ევროპული ხელფასის სიდედემ არ მოგხიბლათ❓️ იქნებ საქართველოშიც თქვენს მსგავსად სურთ ნაძვისხეები დოლარის კუპიურებით მორთონ, მაგრამ ქართული ხელფასის “წყალობით” ნაძვისხესაც ვერ ყიდულობენ.
თქვენ იმ მთავრობას წარმოადგენთ, სადაც ერთი ნაგვის ურნის ფასი ხალხის კვებისთვის განკუთვნილ თანხას ათობით ათასით აღემატება. აკი, 1.18 ლარად არ გყავთ თბილისელები შეფასებული? თქვენი გათვლით, თვეში ხომ 36.58 ლარი სჭირდება ხალხს საკვებად? წელიწადში კი, 438.96 ლარი. ურნა კი, 31 000 ლარი ღირს 🙂
სამარცხვინოა ამ საზარელ განცხადებას აკეთებდეს იმ უწყების მერი, რომელსაც უფასო სასადილოები ექვემდებარება, სადაც მოქალაქეს 1.18 ლარად აფასებთ. ნახევარი ქალაქი თავს რომ იყრის ამ სასადილოებთან, რომ ერთი დღე მაინც იცოცხლონ და შიმშილმა არ დახოცოს.
სამარცხვინოა იყო იმ ქვეყნის შვილი, მაღალჩინოსანი, სადაც ბავშვი გაჭირვების გამო თავს იკლავს და ამ ხალხს დასცინოდე.
სამარცხვინოა იყო იმ ქალაქელის მერი, რომლის სიცოცხლესაც 1.18 ლარად აფასებდე და კიდევ ამდენ ტლიკინს ბედავდეთ, მშიერ ხალხს ამტკიცებინებდეთ, რომ მათ ნამდვილად შიათ… 280 ლარის ოდენობით ხელფასი არსებობდეს და ევროპულ ფასებზე მიგვითითებდე, ხელფასზე კი “ნიჩურიტებს” იკავებდე… 60 000 დოლარს Facebook-ის ბუსტში ხარჯავდე ბიუჯეტიდან და საკუთარი უბადრუკი მუშაობის პიარში ასობით ათასს იხდიდე თანაც თბილისის ბიუჯეტიდან.
მეტიც – Eurostat-ის ცნობით, საშუალო საათობრივი შრომის ღირებულება ევროკავშირში იყო 30,5 ევრო. უშვილო და მარტოხელა დასაქმებულის საშუალო წლიური ხელფასი 26,136 ევროა. ორი შვილით მომუშავეები წელიწადში საშუალოდ 55,573 ევროს იღებენ. და რა ხდება ამ დროს საქართველოში❓️ სამლიტრიანი ქილებით უთენია რიგს იკავებენ ქართველები, რომ წყალ-წყალა წვნიანში მოცურავე 5 მაკარონი და 2 ნაჭერი კარტოფილი თან წაიღონ… ასეა მოხუციც, შშმც, ორსულიც, მარტოხელაც და მრავალშვილიანიც…

ასევე დაგაინტერესებთ