საქართველოში განახლებადი ენერგიის ბაზარი დინამიკურად ვითარდება, და ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს უახლესი ტექნოლოგიების და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვა.
Step Energy ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად საქმიანობს ამ სფეროში და სპეციალიზებულია განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებების დანერგვასა და განვითარებაში. კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავს მზის და ქარის ელექტროსადგურების მონტაჟს, ელექტრომობილების დამტენი სადგურების მოწყობასა და ენერგოეფექტურობის შეფასებას.
კომპანია მუდმივად ვითარდება, რათა შესთავაზოს თავის მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიურად მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები. ამას ადასტურებს მისი მჭიდრო თანამშრომლობა ინვესტორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან.
2023 წელს Step Energy გახდა ინვერტორების და ენერგიის შემნახველი სისტემების მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლის, Sungrow-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი და სერვისის მიმწოდებელი საქართველოში.
Sungrow არის ფოტოელექტრული ინვერტორების წამყვანი საერთაშორისო მწარმოებელი კომპანია. მისი პროდუქცია მოიცავს ფოტოელექტრულ სისტემებს, ინვერტორებს და ენერგიის დაგროვების სისტემებს მრეწველობაში, ბიზნესში და სახლებში გამოყენებისათვის, გადაწყვეტილებებს მცურავი ფოტოელექტრული სადგურებისთვის და ელექტრო ავტომობილების დამუხტვის სისტემებისთვის.
Sungrow-ს მოწყობილობების ხელმისაწვდომობა საქართველოში ნიშნავს, რომ ადგილობრივი ბაზარი იღებს უახლეს ტექნოლოგიებს, რაც ხელს უწყობს ენერგომდგრადობის გაზრდას და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას. Sungrow-ს პროდუქციის მთავარი მახასიათებლებია მაღალი საიმედოობა, გრძელვადიანი გარანტიები და მუშაობის მაქსიმალური ეფექტურობა.
Step Energy-ს და Sungrow-ს თანამშრომლობა საშუალებას აძლევს კომპანიას შესთავაზოს მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხის ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც ეხმარება მათ შეამცირონ ენერგიის ხარჯები და გაზარდონ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამოყენება. გარდა ამისა, ეს თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს ენერგომდგრადობის გაძლიერებას და გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
კომპანიის გუნდი შედგება გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტებისგან, რომლებიც სთავაზობენ მომხმარებლებს ინდივიდუალურად შერჩეულ ოპტიმალურ გადაწყვეტილებს და ჩართული არიან პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე – დაგეგმვიდან განხორციელებამდე.
Step Energy-სთან თანამშრომლობა არის სრულყოფილი, მაღალი ხარისხის მომსახურების და ტექნიკური მხარდაჭერის მიღების გარანტია. კომპანიის მიზანია განახლებადი ენერგიის სფეროს განვითარება, ქვეყნის და თითოეული მომხმარებლის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.
