იტალიის სუპერთასის მატჩში “ნაპოლი“ “ინტერთან“ მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდა. მატჩი დრამატული გამოდგა. უხვად იყო ყვითელი ბარათები, ვნახეთ გაძევება და დამატებით დროში გატანილი გამარჯვების გოლი.
მსაჯმა ჯოვანი სიმეონეს მოედანი მატჩის 61-ე წუთზე დაატოვებინა. 70-ე წუთზე მოედნიდან მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელია გაიყვანა.
ერთადერთი გოლი დამატებით დროში, 91-ე წუთზე, ლაუტარო მარტინესმა გაიტანა და “ინტერს“ გამარჯვება მოუტანა.
მედიის ყურადღების ობიექტი გახდა დაჯილდოების დროს ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გაბრაზებული ჩანდა და როდესაც ვერცხლის მედალი გადასცეს, სწრაფადვე მოიხსნა. ამ თემაზე წერს იტალიური calcionapoli24.
კვარაცხელიას თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: Sofascore – 6.6, flashscore – 6.5.