„განაჩენი გამოტანილია, თავად ქოცების შვილები და შვილიშვილები დგანან ამ მიტინგზე, მშობლები და ბებია–ბაბუები მათ წინააღმდეგ ვერ წავლენ“ – კახა მიქაია

ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია.
– ბატონო კახა, ცოტა ხნის წინ ჩემთან ინტერვიუში ბრძანეთ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი გაკოტრებულია, ხალხს ურეიტინგო ლიდერები ჰყავს, რომელთაც არ მიჰყვებიან და მალე დადგება დრო, როდესაც ხალხი ლიდერების გარეშე გამოვა ს რეჟიმის წინაშე და ივანიშვილი ხალხთან პირისპირ დარჩებაო. მალვე ახდა თქვენი ნათქვამი, ხალხი და მეტწილად ახალგაზრდები, ლიდერების გარეშე არყევენ ხელისუფლებას.
–დიახ, გამახსენდა ინტერვიუ, სადაც ეს ვთქვი. ახლა კი მინდა, აკაკის სიტყვებით დავიწყო ჩვენი საუბარი: „ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!…ვიცინი, აღარ ვტირი მე. ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!“… ჩვენ გვყავს ისეთი თაობა და ისეთი ახალგაზრდობა, რომლითაც უნდა ვიამაყოთ!!! ახალგაზრდების ამ პროტესტს, სადაც უკვე საკმაოდ ბევრი „ძველგაზრდაც“ არის, ბიძინა ივანიშვილი ვერ გააჩერებს. ივანიშვილი კი არა, ამ პროცესს ვეღარავინ გააჩერებს დედამიწის ზურგზე. თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების დამარცხება შეუძლებელია. მე ქედს ვიხრი, ამ ახალგაზრდების წინაშე, ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც დღეს დგას რუსთაველზე, თბილისის, საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში და ბიძინა ივანიშვილს არ აძლევს იმის უფლებას, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გაასაბჭოოს და ს ნაწილად აქციოს.
– ამ თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს, „ქართული ოცნების“ მომხრეები, მათი ტროლ–ბოტები ბოზებს, გეებს, პედერასტებს და ათას უბედურებას ეძახიან. ნამუსი მართლა დაკარგეს, შვილებისა და შვილიშვილების ტოლ ბავშვებს უკადრებელს აკადრებენ.
– მე ამ არარაობების განსჯას არ ვაპირებ. ვინც ახალგაზრდებს აგინებს, წყევლის, საკუთარი შვილების მეგობრებს, თანაკურსელებს თუ თანაკლასელებს, მათთან საუბარი ზედმეტია. მათთვის საუკეთესო პასუხი იქნება ამ მოძრაობის გამარჯვება. განაჩენი გამოტანილია, ბოლოს და ბოლოს, თავად ქოცების შვილები და შვილიშვილები დგანან ამ მიტინგზე. მშობლები და ბებია–ბაბუები მათ წინააღმდეგ ვერ წავლენ. იმასაც ველი, რომ არა ერთი „ქოცი“ თავიანთ პატრიოტ და უშიშარ შვილებს და შვილიშვილებს გვერდში დაუდგება. ბიძინა ივანიშვილის ბინძური პოლიტიკა მათ სხვა და სხვა ნაპირზე ვერ დატოვებს, მშობლის მიერ შვილის სიყვარულს ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება წინ და ვერ დაამარცხებს. შესაძლოა, ეს გარდამტეხი მომენტიც აღმოჩნდეს და „ქართული ოცნების“ შიგნიდან რღვევა დაიწყოს, დასაყრდენი, რაც შერჩა, ისიც გამოეცალოს. ეს ნამდვილად არის ახალი ეროვნული მოძრაობა, ეროვნული მუხტი, რომლის წინაშეც უძლურია ყველა და ყველაფერი. რაც შეეხებათ ტროლებს, ბოტებს და კალოშებს, მიმართონ ბიძინა ივანიშვილს და ერთმანეთთან ილაპარაკონ. მათი ადგილი ამ მოძრაობაში არ არის, მათი ადგილი არის მოსკოვში, კრემლში და ეჭვიც არ მეპარება, ზოგიერთის თავშესაფარი გახდება მოსკოვი. კონკრეტულად ვისი, ეს მალე გამოჩნდება.
– ბიძინა ივანიშვილი ვა–ბანკზე წავიდა, როდესაც „აგენტების კანონი“ შემოიტანა ხელმეორედ და სამი მომენით დაამტკიცებინა. რატომ გააკეთა? ფულის სიყვარულით თუ კრემლის შიშით?
– ორივე. კი, ფული უყვარს და ბევრს გააკეთებს, საკუთარი ფული და ქონება რომ გადაარჩინოს, შეინარჩუნოს, მაგრამ უფრო მეტად ეშინია კრემლის, პუტინის. ბიძინა ივანიშვილი არის კრემლის მსახური, რუსზე მეტი რუსია. მის ცნობიერებაში საქართველო რომ რუსეთის მონა, ვასალი არ იყოს, წარმოუდგენელია. მას აქვს დაკვეთა, საქართველო რუსეთის გუბერნიად აქციოს და ამ დავალებას ასრულებდა მთელი 12 წელი. ივანიშვილი არის საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი ევროპული მომავლის პირწავარდნილი მტერი. ბიძინა ივანიშვილმა მაინც მოახერხა „აგენტების კანონი“ სამი მოსმენით გატანა, თუმცა, ეგ არაფერს ნიშნავს – 83-84 ღრუტუნა რუსი ღორის მიერ პარლამენტში, სამი მოსმენით მიღებული რუსული კანონი. ყოველივე ეს უკვე გასცდა რუსული კანონის მიღება–არ მიღების ფარგლებს. ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მომხრეთა თავყრილობა მოაწყო და ღიად და მკაფიოდ გამოგვიცხადა ევროპული კურსის ცვლილება, დასავლეთთან დისტანცირების აუცილებლობა. ივანიშვილმა 9 აპრილის მემორიალთან გაბედა და მერაბ კოსტავას სიტყვებით დაიწყო თავისი სიტყვა, როდესაც მერაბ კოსტავა მთელი ცხოვრება რუსეთის იმპერიას ებრძოდა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და საბჭოთა სპეცსამსახურებმა მოკლეს. იგი იდგა საქართთველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოსთან, 9 აპრილის მემორიალთან და იძახდა, რომ თურმე ჩვენი მტერია დასავლეთი, ევროპა და ამერიკა და რაღაც „გლობალური ომის პარტიამ“, 2008 წელს რუსეთს საქართველოსთან დააწყებინა ომი და შარშან სთანო. მან საქართველოს მთავარი პარტნიორი, საქართველოს დამოუკიდებლობის, სა და სამაჩაბლოს არაღიარების მთავარი გარანტორი, ამერიკა გამოაცხადა მტრად. ბიძინა ივანიშვილზე საუბარი დასრულებულია, რუსულ კანონზეც დასრულებულია საუბარი, თვითონ უნდა მოშორდნენ დედაბუდიანად.
– საშემოდგომო საპარლამენტო არჩევნებიც მეორეხარისხოვანია, ისეთი მძაფრია პროტესტი. შესაძლოა, არჩევნებამდე არც მივიდეს საქმე. თქვენ რას ფიქრობთ?
– რთულია პროგნოზის გაკეთება, არჩევნებამდე წავა თუ არჩევნებით ეს ხელისუფლება. ვიმეორებ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად, მორალურად გაკოტრებული და დამარცხებულია. კი, შეიძლება კიდევ მოგვწამლოს, რეზინის ტყვიები დამიზნებით გვესროლოს, „რობოკოპები“ გამოიყვანოს და მათ დაუნდობლად გვცემონ, მაგრამ ამით უკვე ვეღარაფერს შესცვლის. აქციაზეც ვიყავი და ტელევიზორშიც ვუყურებდი. გაუშვებდნენ წიწაკის სპრეის, მხუთავ გაზს, წყლის ჭავლს და ეს ხალხი იშლებოდა და 15 წუთში უკან ბრუნდებოდა. გალუმპულებს ზოგს თვალები ეწვოდა, ზოგს სუნთქვა უჭირდა ზოგი ნაცემი იყო, მაგრამ სახლში არ მიდიოდა. მე არასდროს არ დამავიწყდება, რუსთაველზე, ღამის 3 საათზე, ამ ბავშვებთან ერთად ნამღერი საქართველოს ჰიმნი. ახალგაზრდების ამ შემართებას, ამ თავგანწირვას საქართველოსთვის, სამშობლოს ამხელა სიყვარულს ბიძინა ივანიშვილი ვერც „რობოკოპებით“ დაამარცხებს და ვერც არმიით, ვერც პუტინი და ლავროვი გახდებიან რამეს. ამ თავისუფალი თაობის მარწუხებში მოქცევა შეუძლებელია, ამათ დიქტატურაში თუ სხვა სახის რეჟიმში არ უცხოვრიათ. ჩვენ უკვე ვართ ევროპა. ვეთანხმები გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარეს, მიხაელ როთს, რომელმაც განაცხადა, რომ თბილისი დღეს ევროპის ნამდვილი დედაქალაქიაო. დიახ, ევროპის გული ახლა თბილისშია, აქ ფეთქავს ევროპა. ვინც ამას წინააღდეგობას გაუწევს, ის ან ბრიყვია, ან პირწავარდნილი მოღალატე.
– ცოტა არ იყოს, უცნაური საპროტესტო აქციებია, მე მსგავსი არ მინახავს. ახალგაზრდებმა ახლოს არ გაიკარეს პოლიტიკოსები, არც თავად, თავიანთ წრეში გამოუკვეთიათ ლიდერები და ასე, ლიდერების გარეშე, მე ვიტყოდი, უშეცდომოდ, უკვე რამდენიმე დღეა ქუჩაში არიან და აზანზარებენ ამ ხელისუფლებას. როგორ ფიქრობთ, ბოლომდე ასე უნდა წავიდეს ეს პროცესი?
– ეს პროცესი ისეა დაწყებული, ლიდერები არ გამოკვეთილან და ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს პროცესი არის შეუქცევადი. დაუკვირდით. თითქოს ამ აქციას არ ჰყავს ლიდერები, თითქოს არ არსებენ ორგანიზატორები, არ არსებობს კოორდინირებული გეგმა, მაგრამ ასეთი კოორდინირებული და ორგანიზებული საპროტესტი აქცია არ მახსოვს. 1988 წლიდან ყველა აქციის მონაწილე ვარ, იცით ეს თქვენ. ერთადაც ვმდგარვართ აქციებზე. ასეთი სპონტანური და ასე ორგანიზებული აქციები ამ წლების განმავლობაში მართლა არ მახსოვს. ყველაფერს აკეთებენ უნაკლოდ. ახალ ეროვნულ მოძრაობას წინ ვერაფერი დაუდგება.

ასევე დაგაინტერესებთ