განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა ERASMUS+-ის პროგრამის დაფინანსება მოიპოვა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოიპოვა ERASMUS+-ის პროგრამის დაფინანსება საპროექტო განაცხადზე – „საქართველოს კვალიფიკაციის ეროვნული ჩარჩოს განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესების საშუალებით“.
ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზაცია ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან.
„პროექტის წარმატებული განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების მიზნით, 2026 წლის გაზაფხულისათვის, მომზადდება თვითშეფასების დოკუმენტი ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.
პროექტის წარმატებით განხორციელება ასევე, უზრუნველყოფს სემინარებისა და საჯარო განხილვების გზით დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდას განათლების ქვესისტემებისა (ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი) და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დანიშნულებისა და მნიშვნელობის შესახებ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.