განათლების სამინისტრო მომავალი კვირიდან, ახალი რეფორმის თაობაზე სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრების დაწყებას გეგმავს

მომავალი კვირიდან, სამინისტროში დავიწყებთ შეხვედრებს თითოეულ უნივერსიტეტთან, სათითაოდ, 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გვინდა მოვისმინოთ მათი ხედვა, რეფორმის ფარგლებში რა მიმართულებებს თვლიან კლასიკურ მიმართულებებად, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრა თითოეულ უნივერსიტეტთან ცალ-ცალკე მოხდება.
„ამ კანონმდებლობის მიღებასთან ერთად, მომავალი კვირიდან, სამინისტროში დავიწყებთ შეხვედრებს თითოეულ უნივერსიტეტთან, სათითაოდ, 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გვინდა მოვისმინოთ მათი ხედვა, რეფორმის ფარგლებში რა მიმართულებებს თვლიან კლასიკურ მიმართულებებად, სად არიან ყველაზე უფრო ძლიერი სამეცნიერო პოზიციების მქონეები. ყველა უნივერსიტეტთან ვაპირებთ სათითაოდ შეხვედრას. ეს დავალება მიღებული გვაქვს, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით თუ ინტერესი გექნებათ და დეპუტატებიც ჩაერთვებიან, სიამოვნებით განვიხილოთ ეს მიმართულებები,“- განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად