განათლების სამინისტრომ გრუნის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, მარიამ ლაშხი, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გრუნის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, მარიამ ლაშხი, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მარიამ ლაშხი რამდენიმე ათეული სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია, მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია SCOPUS-ის და ELSEVIER-ის წამყვან სამეცნიერო ბაზებში განთავსებულ ჟურნალებში, მათ შორის, ერთი – მონოგრაფიის სახით.
„სხვადასხვა დროს მარიამი მონაწილეობდა არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში როგორც ექსპერტი, კონსულტანტი და კოორდინატორი, მათ შორის, ისეთი ორგანიზაციების პროექტებში, როგორებიცაა: World Economic Forum (შვეიცარია), USAID (), Carnegie Endowment for International Peace (აშშ), შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და სხვა. ამჟამად მარიამი არის დოქტორანტი და აკადემიურ/სამეცნიერო საქმიანობის გარდა მუშაობს საერთაშორისო კომპანია PricewaterhouseCoopers-ში (PWC). გრუნი ულოცავს მარიამს ამ აღიარებას“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ