განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკითხი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბაია კვიციანმა წარადგინა.
მომხსენებლის თქმით, ცვლილებების საფუძველია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, კანონმდებლობაში დეტალურად უნდა გაიწეროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების პირობები და წესი. ასევე, ცენტრის დირექტორი იმავდროულად არ შეიძლება იყოს დასაქმებული ან ეკავოს ნებისმიერი თანამდებობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
მისივე ინფორმაციით, აუცილებელია გაიზარდოს ცენტრის დამოუკიდებლობა. ამისთვის კი საჭიროა გაიზარდოს ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს მმართველობითი უფლებამოსილებები და ჩაერთოს დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების პროცესში.
ბაია კვიციანის თქმით, საქართველო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრი 2019 წელს გახდა. მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ასოციაციამ უნდა მიიღოს საქართველოს ხელახალი წევრობის გადაწყვეტილება და სწორედ ამიტომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.
Next: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა

ასევე დაგაინტერესებთ

ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას

ზოგ რეკომენდაციას რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა