განათლება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ის არის რეგიონალური განვითარების მამოძრავებელი ძალა და პირველად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში განათლება ხდება სრულიად უფასო, რაც ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია

განათლება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ის არის რეგიონალური განვითარების მამოძრავებელი ძალა და პირველად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში განათლება ხდება სრულიად უფასო, რაც ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია
განათლება, დღეს განსაკუთრებით, არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და ის არა მარტო ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველია, ასევე არის ინსტრუმენტი ჩვენი დემოგრაფიული კრიზისის დაძლევის და მათ შორის, არის რეგიონალური განვითარების მამოძრავებელი ძალა- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან განათლების რეფორმაზე ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ „იმის მაგივრად, ამ ისტორიული, ფუნდამენტური რეფორმის ნაწილი იყვნენ, ჯერ სიცრუეზე დაფუძნებულ კამპანიას აწარმოებდენ და ახლა უკვე ინტერპრეტირებებზეც გადავიდნენ“ „ამ რეფორმას, პირველ რიგში, სისრულეში მოჰყავს ჩვენი კონსტიტუციით გათვალისწინებული ის ძირითადი მუხლები, მათ შორის, 27-ე მუხლი, ასევე, თანასწორობის მე-11 მუხლი, ადამიანის ღირსების მე-8 მუხლი და განათლების რეფორმის 35-ე მუხლი. პირველად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში განათლება ხდება სრულიად უფასო.
აქაც იყო მანიპულაციები ჩვენი კოლეგების მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს არის გადასახადების გადამხდელების მიერ შეგროვებული თანხა, რომელიც სწორედ ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის, მშვიდობაზე და ღირსეულ მიმართულებებზე დაფუძნებით, შესაძლებლობა მოგვცა, რომ გვქონოდა ეკონომიკური ზრდა, რაც დადებითად აისახა ბიუჯეტზე და ამ ბიუჯეტმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ სწორედ ამ გადასახადების გადამხდელების ოჯახებისკენ მიმართულიყო ეს თანხა და ყოფილიყო უფასო სწავლა. სწორედ მშობლების, ოჯახების ინტერესების დაცვისკენ არის ეს რეფორმა მიმართული იმისათვის, რომ ყველას, ნებისმიერ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში, მათი სოციალური მდგომარეობის მიუხედავად ჰქონდეთ უფასო განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ამით როგორც კონსტიტუციის, როგორც კონვენციის ძირითადი პრინციპები იყოს დაცული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საუბარია სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და როდესაც სახელმწიფო ინტერესებზე არის საუბარი, პირველ რიგში, სახელმწიფო რესურსი უნდა იყოს მიმართული საჯარო სიკეთეში და ეს იქნება წინაპირობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სწავლა და სწავლება იქნება პრესტიჟული და არსებული სახელმწიფო რესურსი, რომელიც მიემართებოდა კერძო უნივერსიტეტებში და ბიზნესზე იყო მიმართული, იქნება მომართული იმისათვის, რომ საჯარო მიმართულებით სიკეთეს მოხმარდეს – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის დაკვეთილ კვლევებში საქართველო მოწინავე ადგილზეა, ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენთვის ეს კვლევა არაფერს ნიშნავს – თუ ისე არ იქნება როგორც ჩვენ გვსურს, შენ თუ არ გახდები მარიონეტი, ჩვენ ამ ყველაფერს არ დავაფასებთ